პარლამენტში „ბრექსიტის“ შეთანხმების ჩავარდნა „ნდობის კატასტროფული და მიუტევებელი იმედგაწბილება იქნებოდა ჩვენს დემოკრატიაში“, გამაფრთხილებლად განაცხადა ტერეზა მეიმ.
ცენტრალურ პარიზში ადგილობრივი დროით 09:00 საათზე მძლავრი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 3 და დაშავდა სულ მცირე 20 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე მძიმედ.
დაიღუპა სამი ადამიანი და ათეულობით სხვამ დაზიანებები მიიღო, მათ შორის ზოგიერთმა მძიმე, მას შემდეგ, რაც ორსართულიანი ავტობუსი კანადის დედაქალაქ ოტავაში, უესტბოროს სადგურზე გაჩერებას შეეჯახა. ინციდენტი ადგილობრივი დროით პარასკევს, შუადღის 3:50 საათზე მოხდა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ დაიმუქრა ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, რითაც კონგრესის გვერდის ავლით შეძლებს მექსიკა-აშშ-ის საზღვრის გასწვრივ კედლის მშენებლობა.
ამერიკის შეერთებული შტატები იმუშავებს მოკავშირეებთან, რომ „ბოლო ირანული ჩექმა გააძევოს“ სირიიდან, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ქაიროში, სამი კვირის შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ამერიკული საჯარისო ნაწილები სირიიდან სრულად გამოვლენ - გადაწყვეტილება, რამაც შოკში ჩააგდო აშშ-ის მოკავშირეები და ვაშინგტონშიც მკაცრი კრიტიკა გამოიწვია, როგორც ტრამპის ოპონენტებში, ისე მის თანაგუნდელებშიც და ამის მაგალითი თავდაცვის მდივნის ჯეიმს მატისის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება იყო.
Amazon -ის ბოსი ჯეფ ბეზოსი და მისი ცოლი, მაკკენზი, 25-წლიანი ქორწინების შემდეგ ერთაენთს ეყრებიან. წყვილმა ამის შესახებ „თვითერზე“ ერთობლივი განცხადება გაავრცელა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „მზარდი ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კრიზისის“ შესაჩერებლად აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა კიდევ ერთხელ მოითხოვა, მაგრამ განსხვავებით წინა განცხადებისაგან, ოვალური ოფისიდან ერისადმი მის პირველ სატელევიზიო მიმართვაში ტრამპს არ გამოუცხადებია ეროვნული საგანგებო მდგომარეობა, რაც კონგრესის გვერდის ავლით კედლის მშენებლობის დაფინანსების საშუალებას მისცემდა.
ლონდონის ჰიტროუს აეროპორტიდან შეჩერებულია გამგზავრება მას შემდეგ, რაც აეროპორტის თავზე დრონი გამოჩნდა, იუწყება ამ წუთებში BBC.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მიწვევით პეკინში ჩავიდა. გამოუცხადებელი ვიზიტის ფარგლებში კიმ ჩენ ინი ჩინეთში თავის მეუღლესთან ერთად 10 იანვრამდე დარჩება და აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მოსალოდნელი მეორე შეხვედრის წინ ძინპინთან, მის უახლოეს მოკავშირესთან არსებით მოლაპარაკებებს გამართავს.
სამხედროებმა განაცხადეს, რომ ხელში აიღეს ძალაუფლება გაბონში, ნავთობით მდიდარ დასავლეთ აფრიკის ქვეყანაში, სადაც ავადმყოფი ლიდერის ოჯახის 50-წლიანი მმართველობა იყო დამყარებული, იტყობინება BBC.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.