ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ მას არ შეუძლია გამორიცხოს სამოქალაქო ომის შესაძლებლობა იმ ფონზე, როცა მასზე გადადგომის მოთხოვნის ზეწოლა ძლიერდება. სატელევიზიო ინტერვიუში მან გამაფრთხილებლად თქვა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შესაძლოა თეთრი სახლი „სისხლში ამოთხვრილმა“ დატოვოს, თუკი იგი ჩაერევა კრიზისში.
ინდოეთმა დიპლომატიური პროტესტი გამოხატა შეერთებული შტატების მიმართ მას შემდეგ, რაც 129 ინდოელი სტუდენტი ყალბ უნივერისტეტში ჩარიცხვისთვის დააპატიმრეს.
ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ იგი „მტკიცეა გადაწყვეტილებაში უზრუნველყოს ბრექსიტი“ იმ ფონზე, როცა პრემიერ მინისტრი ემზადება ხელახლა გახადოს მოლაპარაკებების საგანი ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრის სადავო საკითხი.
თურქეთის მთავრობა ახალი ზეწოლის ქვეშ ექცევა, შეწყვიტოს ვენესუელასგან ოქროს ყიდვა და არსებობს მზარდი ეჭვები, რომ თურქეთში ექსპორტირებული ოქროს საბოლოო ადგილსამყოფელი ირანი ხდება, რაც შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების დარღვევაა, იტყობინება BBC.
სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა აშშ-ის ცენტრალურ-დასავლეთ შტატებზე პოლარული ციკლონის თავზე დატყდომის შედეგად. აღნიშნულ შტატებში ასეთი საშინელი ყინვები ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა.
ვენესუელას პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ წაყენებულ ულტიმატუმს უპასუხა და განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის სახელმწიფოთა მხრიდან შანტაჟს არ დაექვემდებარება. იგი დაჟინებით აცხადებს, რომ გასული წლის გაზაფხულზე გამართულ არჩევნებში მისი გამარჯვება ლეგიტიმურია.
ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ ნაწილს პოლარული ციკლონი დაატყდა თავს და ამ დროის მონაცემებით, სტიქიამ სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. -30C-ამდე დაეცა ტემპერატურა ჩიკაგოში - რაც ანტარქტიდის ზოგიერთ ნაწილში არსებულ ტემპერატურაზე უფრო დაბალია და -37C-ამდე ჩრდილოეთ დაკოტაში.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს (2019 წლის 28 იანვარი) თავისი მხარდაჭერა გამოხატა შტატების კანონპროექტების მიმართ, რომელიც საჯარო სკოლებს საშუალებას მისცემს ასწავლონ ბიბლია, რომელზეც ერთხელ მან თქვა, რომ მისი საყვარელი წიგნი იყო.
ვენესუელას უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს ქვეყნის დატოვება აუკრძალა და ამავე დროს გაუყინა საბანკო ანგარიშები. გუაიდომ ერთი კვირის წინ საკუთარი თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა და მის ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობამ.
შეერთებული შტატების ჩრდილოეთ კაროლინას დიუკის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების დირექტორი, პროფესორი მეგან ნიილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს მის მიერ ჩინელი სტუდენტებისთვის გაგზავნილი ელექტრონული წერილის გამო, სადაც დაჟინებით მოუწოდებდა მათ არ ესაუბრათ ჩინურად, რადგან ბიოსტატისტიკის სამაგისტრო პროგრამის ორმა სტუდენტმა, რომელთა ვინაობაც არ დასახელებულა, მას იმის შესახებ შესჩივლეს, რომ უნივერსიტეტის დეპარტამენტის საჯარო სივრცეებში ჩინელი სტუდენტები „საკმაოდ ხმამაღლა“ ჩინურად საუბრობდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.