შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა ვენესუელა, რომ ამერიკელი დიპლომატების ან ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოსადმი ნებისმიერ მუქარას „მნიშვნელოვანი პასუხი“ გაეცემა.
ბრაზილიის ხელისუფლებამ ათასობით ადამიანის ევაკუაციის შესახებ გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ერთ-ერთი კაშხალი ჩამოინგრა და არსებობს მეორე კაშხლის ნგრევის რისკი, იტყობინება BBC.
მოკლულია სულ მცირე 27 ადამიანი ფილიპინებზე, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე რომაულ კათოლიკურ ტაძართან ორი ბომბის აფეთქების შედეგად. პირველი აფეთქება უშუალოდ კუნძულ ჯოლოზე მდებარე ტაძარში მაშინ მოხდა, როცა მორმწუნეები საკვირაო წირვა-ლოცვას ესწრებოდნენ და როგორც კი ჯარისკაცებმა აფეთქებას პასუხი გასცეს, ავტომობილების პარკში მეორე მოწყობილობა ამოქმედდა.
პოლიცია შეერთებული შტატების ლუიზიანას შტატში შეიარაღებულ მამაკაცს ეძებს, რომელმაც 5 ადამიანი, მათ შორის თავისი მშობლები მოკლა, ცალკე მომხდარი, მაგრამ ერთმანეთთან კავშირში მქონე სროლებისას, იტყობინება BBC.
ესპანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა გააფრთხილეს ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, რომ თუკი 8 დღეში არჩევნებს არ დანიშნავს, ისინი ოფიციალურად აღიარებენ ოპოზიციას.
300-ამდე ადამიანია გამოცხადებული დაკარგულად მას შემდეგ, რაც ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში რკინის მადნის მომპოვებელი მაღაროს კაშხალმა კოლაფსი განიცადა, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დანებდა პოლიტიკურ ზეწოლას დაასრულოს შეერთებული შტატების ისტორიაში მთავრობის ყველაზე ხანგრძლივი დახურვა. 35 დღის შემდეგ მან მხარი დაუჭირა ფედერალური სააგენტოების სამი კვირით დაფინანსებას, მაგრამ ის არ მოიცავს არც ერთ ცენტს იმ თანხების, რასაც პრეზიდენტი აშშ-მექსიკის საზღვრის კედლის ასაშენებლად მოითხოვდა.
ფრენები შეჩერდა ნიუ იორკის „ლაგუარდიას“ აეროპორტის მიმართულებით, რაც საჰაერო მოძრაობის კონტროლის თანამშრომელთა ნაკლებობითაა გამოწვეული, განაცხადა შეერთებული შტატების ფედერალურმა საავიაციო სამსახურმა.
საბერძნეთის პარლამენტმა მეზობელი ჩრდილო მაკედონიისთვის სახელის გადარქმევის 27-წლიანი კამათი დაასრულა. დეპუტატებმა 156 ხმით 146-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის სახელს, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ფართო ფენებში ამასთან დაკავშირებით ოპოზიციური განწყობაა.
დედოფალმა ელისაბედ მეორემ დაჟინებით მოუწოდა ადამიანებს „გამონახონ საერთო ენა“ და პატივი სცენ „განსხვავებულ აზრებს“. კომენტატორები აცხადებენ, რომ დეოდოფლის კომენტარი „ბრექსიტის“ დებატების კონტექსტში იქნება აღქმული იმ ფონზე, როცა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით თემთა პალატა მომავალ კვირას კვლავ კენჭისყრას მართავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.