შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ახალი გეგმები ჩამოაყალიბა და ცდილობს დაასრულოს მთავრობის ნაწილობრივი დახურვა, რომელიც უკვე ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით, 4 კვირაზე მეტია რაც გრძელდება და რის გამოც ფედერალური უწყებების 800 000-ზე მეტი თანამშრომელი უხელფასოდაა დარჩენილი.
მექსიკის ხელისუფლებამ პარასკევს ნავთობსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ბოლო მონაცემები გამოაქვეყნა. ხელისუფლების თქმით, დაღუპულია 66 და დაზიანებები აქვს მიღებული ათეულობით ადამიანს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი და მისი მთავრობა ნდობის ვოტუმს გადაურჩა და ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, ჯერემი კორბინის მიერ თემთა პალატაში მთავრობისადმი უნდობლობის კენჭისყრის დაყენების შემდეგ 325 ხმით 306-ის წინააღმდეგ გაიმარჯვა.
კენიის პრეზიდენტმა უჰურუ კენიატამ განაცხადა, რომ ნაირობიში მებრძოლთა მიერ სასტუმროზე განხორციელებული თავდასხმის სალიკვიდაციო სპეცოპერაცია დასრულებულია და ყველა „ტერორისტი ლიკვიდირებულია“.
პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის „ბრექსიტის“ გეგმას თემთა პალატაში მხარი არ დაუჭირეს. მის წინაააღმდეგ 432-მა დეპუტატმა, მათ შორის მეის „კონსერვატიული პარტიის“ წარმომადგენელმა 118-მა აჯანყებულმა დეპუტატმა მისცა ხმა, მხარი კი მხოლოდ 202-მა (196 კნსერვატორმა) დაუჭირა და ეს ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხია მოქმედი მთავრობისთვის.
დიდი ბრიტანეთის თემთა პალატა ემზადება კენჭისყრისთვის, დაუჭიროს თუ არა მხარი ტერეზა მეის მიერ ბრიუსელთან მიღწეულ „ბრექსიტის“ შეთანხმებას ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე.
ჰააგის საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს მოსამართლეებმა განაჩენი გამოიტანეს კოტ-დ’ივუარის ყოფილი პრეზიდენტის ლორენტ გბაგბოს შესახებ, რომლის თანახმადაც იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, იტყობინება BBC.
კანადელ რობერტ ლოიდ შელენბერგს 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა ნოემბერში, მაგრამ ორშაბათს სასამართლომ განაცხადა, რომ ნარკოტიკების ქვეყანაში უკანონო შეტანის ბრალდებით გასამართლებული კანადელის სასჯელი მეტისმეტად მსუბუქი იყო.
პოლონეთის ქალაქ გდანსკის მერი, რომელიც საქველმქომედო ღონისძიებაზე ცივი იარაღით დაჭრეს, მიყენებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ირანის დედაქალაქ თეირანის სიახლოვეს სატვირთო „ბოინგ 707“ დაფრენის მცდელობისას ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს ასცდა და აეროპორტის კედელს დაეჯახა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 16 ადამიანიდან 15 დაიღუპა და მხოლოდ ერთი პირი - ინჟინერი გადარჩა. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.