GUARDIAN.GE - სოჭში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის სამმხრივი შეხვედრა იმართება. სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის მიზანი მთიან ყარაბაღში სტაბილურობისა და მშვიდობის გამყარებისთვის შემდგომი ნაბიჯების გადადგმაა.
GUARDIAN.GE - გაგვაჩნია ინფორმაცია, რომ დეკემბრის პირველ რიცხვებში, ბიზნესმენ რინატ ახმეტოვის მონაწილეობით უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
GUARDIAN.GE - შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი თანამდებობაზე არჩევიდან რამდენიმე საათში გადადგა და ამის მიზეზი მისი კოალიციური პარტნიორის - „მწვანეთა პარტიის“ მიერ მთავრობის დატოვება და ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა გახდა.
GUARDIAN.GE - გერმანიაში ანგელა მერკელის 16-წლიანი ეპოქა სრულდება. მისი შემცვლელი ოლაფ შოლცი იქნება, რომელიც სამი პარტიისგან შემდგარ კოალიციურ მთავრობას ჩაუდგება სათავეში. 26 სექტემბერს გამართულ გერმანიის ფედერალურ არჩევნებში „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიულ ალიანსზე“ მცირე უპირატესობით გაიმარჯვა, თუმცა 735 წევრისაგან შემდგარ პარლამენტში მთავრობის ჩამოსაყილებლად საჭირო ადგილების დაკავებისგან შორს აღმოჩნდა და დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის ფორმირება დადგა.
GUARDIAN.GE - ევროპის კონტინენტზე კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამაფრთხილებელ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ევროპა, კიდევ ერთხელ კოვიდ პანდემიის ეპიცენტრშია.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. პაუელის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული გართულება გახდა.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაჟინებით მოუწოდებს „რესპუბლიკელებს“ არ მიიღონ მონაწილეობა მომავალ არჩევნებში, თუკი 2020 წლის არჩევნების „გაყალბების“ საკითხი არ გაირკვევა.
GUARDIAN.GE - გერმანიის მემარცხენე-ცენტრისტულმა „სოციალ-დემოკრატებმა“ ქვეყნის ფედერალურ არჩევნებში მცირეპროცენტიანი უპირატესობით გაიმარჯვა და კანცლერის პოსტიდან მიმავალი ანგელა მერკელის პარტია დაამარცხა, - იტყობინება BBC წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით.
GUARDIAN.GE - ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი აშრაფ ღანი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაქცევის შემდეგ ბოდიშს უხდის ავღანელ ხალხს და აცხადებს, რომ ქაბულის დატოვება მის ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო. როგორც ღანიმ თქვა, მას არ ჰქონია თავისი ხალხის მიტოვების განზრახვა, თუმცა „ეს იყო მხოლოდ ერთადერთი გზა“. მან კიდევ ერთხელ უარყო „უსაფუძვლო“ ბრალდებები, რომ იგი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 169 მილიონი აშშ დოლარით ჩავიდა.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა მტკიცედ დაიცვა თავისი გადაწყვეტილება აშშ-ის ჯარების ავღანეთიდან გაყვანის თაობაზე - რამაც თალიბანის მებროლების ძალაუფლებაში სწრაფი დაბრუნება განაპირობა - და ავღანეთში ამერიკის 20-წლიანი ყოფნის დასრულების შემდეგ ერისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ უფრო ხანგრძლივად დარჩენა არჩევანს არ წარმოადგენდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.