70 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ავღანელი ხალხი იმსახურებს იცხოვროს უსაფრთხოდ და ღირსეულად.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით 4 პირის დანიშვნის განზრახვის შესახებ გამოაცხადა. თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჯონ ბასი, რომელიც აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო საქართველოში (2009-2012წწ), სახელმწიფო მდივნის მოადგილედ არის წარდგენილი (მენეჯმენტის განხრით).
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორეგონში, აქტიურმა ხანძარმა 300 000 აკრზე მეტი ტერიტორია გაანადგურა, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. BBC-ის ცნობით, შტატ ორეგონის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი მასშტაბის ხანძარს, რომელიც 6 ივლისს დაიწყო, 2 000-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. ამ დრომდე სტიქიამ გაანადგურა ტერიტორია, რომელიც ქალაქ ლოს-ანჯელესზე უფრო დიდი მოცულობისაა. აშშ-ის 13 შტატში ამჟამად ხანძრის 80-ზე მეტი კერაა აქტიური და ცხელ ამინდებს ქარის მაღალი სიჩქარეც თან ახლავს.
სულ მცირე 80 ადამიანია გარდაცვლილი და ასეულობით სხვა დაკარგულადაა გამოცხადებული გერმანიაში, სადაც ათწლეულების განმავლობაში ყველაზე საშინელი და გამანადგურებელი წყალდიდობაა.
72-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა სამხრეთ აფრიკაში მას შემდეგ, რაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჯეიკობ ზუმას დაპატიმრებას არეულობები მოჰყვა. 10 ადამიანი სავაჭრო ცენტრის, „სოვეტოს“ ძარცვის დროს ჭყლეტის შედეგად გარდაიცვალა.
სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა, მას შემდეგ, რაც სასამართლოზე გამოუცხადებლობის გამო მსჯავრი დასდეს, პოლიციას ჩაბარდა და 15-თვიან პატიმრობას ციხეში მოიხდის.
GUARDIAN.GE - ათეულობით ადამიანი გარდაიცვალა კანადაში რეკორდულად მაღალი სიცხეების გამო. პოლიციის ცნობით, ვანკუვერის რაიონში 130 ადამიანის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, მათგან უმეტესობა ასაკოვანი იყო და ჯანმრთელობის პრობლემები გააჩნდათ.
GUARDIAN.GE - გერმანელმა კანონმდებლებმა ერთსულოვნად დაამტკიცეს კანონი, რომელიც უფრო ადვილს გახდის გერმანიის მოქალაქეობის მიღებას მათი შთამომავლებისთვის, ვინც ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლი გახდა და მათ გაექცა.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაბლოკა ათეულობით ირანული ვებგვერდი, რომელთაც ბრალი დეზინფორმაციის გავრცელებაში ედებათ. მათ შორისაა ირანის სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული „პრეს ტვ“ და „ალ-მასირაჰ ტვ“, რომელიც ირანის მხარდაჭერილი „ჰუტების“ მოძრაობის მიერ არის მართული.
GUARDIAN.GE - სომხეთში, გასულ წელს აზერბაიჯანთან გამანადგურებელი შედეგით დასრულებული ომის შემდეგ, რასაც მთიანი ყარაბაღის დაკარგვა მოჰყვა, 20 ივნისს გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, გამარჯვება პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოიპოვა, თუმცა მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, რობერტ ქოჩარიანმა არჩევნების შედეგები საეჭვოდ გამოაცხადა და თქვა, რომ გაყალბებას აქვს ადგილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.