სენატმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორად მაიკლ პომპეო დაამტკიცა. აღნიშნულ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო როიტერსი ავრცელებს.
გამბიის ყოფილმა პრეზიდენტმა, იაჰია ჯამეჰმა სახელმწიფო ხაზინიდან 11 მლნ აშშ დოლარი წაიღო, - BBC-ის ცნობით, აღნიშნული განცხადება გამბიის პრეზიდენტის ადამა ბაროუს მრჩეველმა, აჰმად ფატიმ გააკეთა.
ისრაელმა ოკუპირებული აღმოსავლეთ იერუსალიმის ახალშენებში ასეულობით ახალი სახლის აშენებას დაუჭირა მხარი მას შემდეგ, რაც მტკიცე პრო-ისრაელის დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა.
თეთრი სახლის ადმინისტრაციის განცხადებით, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრს, ტერეზა მეის შეხვდება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, ფოტოები რომლებიც მედიის საშუალებით გავრცელდა, მისი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან გამოსვლის დროს არის გადაღებული.
22-წლიანი მმართველობის შემდეგ გამბიის ყოფილმა პრეზიდენტმა, იაჰია ჯამეჰმა ქვეყანა დატოვა. BBC-ის ცნობით, იგი თვითმფრინავით გვინეაში გაემგზავრა, საიდანაც ეკვატორულ გვინეაში დევნილის სტატუსით გადავა.
სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა და ბევრი დაშავდა ინდოეთის შტატ ანდჰრა პრადეშში მატარებლის ლიანდაგებიდან გადასვლის შედეგად. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.
ასეულობით ათასი ქალი გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ვაშინგტონის, ნიუ-იორკის, ლოს-ანჯელესის, ჩიკაგოს და ბოსტონის ქუჩებში. როგორც „როიტერსი“ წერს, ტრამპმა ბევრი ლიბერალი ამერიკელი გაანაწყენა თავის კომენტარებით ქალებზე, მექსიკელებსა და მუსულმანებზე, საზღვარგარეთ კი ბევრმა წუხილი გამოთქვა მის საინაუგურაციო მიმართვისას წარმოთქმული სიტყვების - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ - გამო.
გამბიის სათავეში ხანგრძლივად მყოფმა იაჰია ჯამეჰმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგება.
ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ ვერონასთან ახლოს მომხდარი ავტობუსის ავარიის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.