დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო უფლებამოსილების შესრულების დაწყებიდან მალევე, მისი კაბინეტის კანდიდატურები სენატს გადაუგზავნა.
დონალდ ტრამპმა მისი პირველი ნაბიჯები გადადგა პრეზიდენტის რანგში, ხელი მოაწერა რა საპრეზიდენტო ბრძანებას, რომლის სამიზნე მისი წინამორბედის ჯანდაცვის რეფორმის - რომელიც ცნობილია, ასევე, როგორ Obamacare. („ობამადაცვა“) - შესუსტება და ძირეულად შეცვლაა. თეთრმა სახლმა ასევე ოპერატიულად განაახლა მისი ვებგვერდი, რომელიც ტრამპის ახალი დღის წესრიგის შესახებ იუწყება.
სულ მცირე 16 ადამიანია დაღუპული იტალიაში, ვერონაში ავტობუსის ავარიის შედეგად, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ავტობუსს ავარიისას ცეცხლი გაუჩნდა.
გამბიის ლიდერი იაჰია ჯამეჰი გადადგება და ქვეყანას დატოვებს, განაცხადა ადამა ბაროუმ, რომელმაც გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ჯამეჰის წინააღმდეგობის გამო, ხუთშაბათს საპრეზიდენტო ფიცი სენეგალში, გამბიის საელჩოში დადო.
დონალდ ტრამპმა ფიცის დადების შემდეგ წარმოთქმულ საინაუგურაციო სიტყვაში აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ვაშინგტონი გააძლიერებს ძველ ალიანსებს, მაგრამ ამავე დროს შექმნის ახალ კავშირებსაც. მან თქვა, რომ „ჩვენ არ ვეცდებით დავუწესოთ ვინმეს ჩვენი ცხოვრების წესი, მაგრამ ამის ნაცვლად მოვახერხებთ იმას, რომ მან [ამერიკამ] იბრწყინოს როგორც მაგალითმა“.
დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი გახდა, მას შემდეგ რაც ცოტა ხნის წინათ ფიცი დადო. მანამდე ფიცი ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა დადო.
ასეულობით ათასი ადამიანია გამოსული ვაშინგტონში არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად. დონალდ ტრამპმა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა, პარასკევს, 20 იანვარს, ფიცი დადო.
ასეულობით ათასი ადამიანის გამოსვლას ელოდებიან ვაშინგტონში 20 იანვარს, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, სადაც დონალდ ტრამპი, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი, ფიცს დადებს.
სენეგალის ჯარები გამბიაში შევიდნენ, რათა გარანტია მისცენ ადამა ბაროუს, როგორც ქვეყნის ახალ პრეზიდენტს, ხელში აიღოს ძალაუფლება. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) სენეგალის არმიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის დედაქალაქ თეირანში მდებარე სავაჭრო ცენტრ „პლასკოში“ გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების დროს, მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.