გამბიის პრეზიდენტმა იაჰია ჯამეჰმა იგნორირება გაუკეთა მისთვის მიცემულ ბოლო ვადას და უარი განაცხადა გადადგომაზე, მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან სამხედრო ინტერვენციის საფრთხის მიუხედავად. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ავრცელებს.
სენეგალის ჯარები გამბიის საზღვრისკენ გადაადგილდებიან, რათა ზეწოლა მოახდინონ პრეზიდენტ იაჰია ჯამეჰზე, გადადგეს თანამდებობიდან. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ავრცელებს.
რუსეთის და თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა თავიანთი პირველი ერთობლივი ავიადარტყმები განახორციელეს ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე სირიის შიგნით. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
იტალიელი „კონსერვატორი“ ანტონიო ტაიანი ევროპული პარლამენტის ახალ პრეზიდენტად აირჩიეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ნიგერიის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რანთან ახლოს შეცდომით დაბომბა ლტოლვილთა ბანაკი, რის შედეგადაც 100-ამდე ადამიანი დაიღუპა და ათეულობით სხვამ დაზიანებები მიიღო.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მისი ქვეყნის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მას შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე მაკომპრომიტირებელი მასალები გააჩნია, „სრული სისულელე“ უწოდა.
ევროკავშირის დატოვების შესახებ წარმოთქმულ სიტყვაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ - რომელიც 2016 წლის 23 ივნისის რეფერენდუმის შემდეგ მოვიდა ხელისუფლებაში, რომლის დროსაც მოსახლეობის უმრავლესობამ, 52%-ზე მეტმა ისტორიულ რეფერენდუმში ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას მისცა ხმა - განაცხადა, რომ „ევროკავშირის დატოვება ნიშნავს, რომ ჩვენი კანონები შეიქმნება ვესტმინისტერში, ედინბურგში, კარდიფში და ბელფასტში“.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მცდელობები თავიდან აეცილებინა სასამართლოში მის წინააღმდეგ ჩივილი 2004 წელს ლიბიელი წარმომავლობის მამაკაცისა და მის ცოლის მოტაცებასთან დაკავშირებით, რომელიც ორგანიზებული იყო იმ დროს, როდესაც ჯეკ სტრო გახლდათ ქვეყნის საგარეო მდივანი, უარყოფილი იქნა უზენაესი სასამართლოს მიერ.
შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გერმანულ ავტომწარმოებლებს იმპორტის მაღალი ტარიფების დაწესებით დაემუქრა.
ამერიკელი ასტრონავტი ჯინ სერნანი - ბოლო მამაკაცი, რომელმაც მთვარეზე დადგა ფეხი - 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტო „ნასამ“ განაცხადა, რომ ის „დამწუხრებულია გადამდგარი კოსმონავტის დანაკარგით“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.