მსოფლიო

GUARDIAN.GE - 18 ივნისს გამართულ ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრაკონსერვატორი კლერიკალი და მართლმსაჯულების ხელმძღვანელი, 60 წლის ებრაჰიმ რაისი ლიდერობს. ინფორმაციას ირანული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სხვა კანდიდატებმა - მათ შორის ულტრაკონსერვატორებმა, მოჰსენ რეზაიმ და ამირჰოსეინ ღაზიზადე-ჰაშემიმ და რეფორმატორმა, აბდოლნასერ ჰემატიმ, დამარცხება აღიარეს და რაისს გამარჯვება მიულოცეს.

სრულად...

(GUARDIAN.GE) -„იქ, სადაც ჩვენ გვაქვს განსხვავებები, მინდა პრეზიდენტმა პუტინმა გაიგოს, რატომ ვამბობ იმას, რასაც ვამბობ და რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ“, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ვლადიმერ პუტინთან 2-საათიანი მოალაპარაკებების დასრულების შემდეგ.

სრულად...

(GUARDIAN.GE) - რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერს, ჯოზეფ ბაიდენს იგი თეთრ სახლში არ მიუწვევია და არც მას დაუპატიჟია ამერიკელი კოლეგა მოსკოვში.

სრულად...

შვეიცარიაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დასაწყისში ჯოზეფ ბაიდენმა თქვა: „როგორც მე ვთქვი გარეთ, ვფიქრობ, ყოველთვის უმჯობესია, პირისპირ შეხვედრა“. ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ მათი „შეხვედრა პროდუქტიული იქნება“.

სრულად...

(GUARDIAN.GE) - ისრაელის ახალმა პრემიერ მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა პირობა დადო, რომ გააერთიანებს ქვეყანას. მან თქვა, რომ თავისი მთავრობა „ყველა ხალხისთვის იმუშავებს“ და დაამატა, რომ პრიორიტეტი განათლებისა და ჯანდაცვის რეფორმები იქნება.

სრულად...

(GUARDIAN.GE) - ჩინეთმა გააფრთხილა დიდი შვიდეულის ლიდერები, რომ დღეები, როდესაც ქვეყნების „მცირე“ ჯგუფი წყვეტდა მსოფლიოს ბედს, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. „დღეები, როცა გლობალური გადაწყვეტილებები ქვეყნების მცირე ჯგუფისგან იყო ნაკარნახევი, დიდი ხნის გარდასულია. ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ ქვეყნები, არიან ისინი დიდი თუ მცირე, ძლიერი თუ სუსტი, ღარიბი თუ მდიდარი, თანაბარნი არიან, და გვჯერა ისიც, რომ მსოფლიო საქმეები უნდა წყდებოდეს ყველა ქვეყანასთან კონსულტაციების მეშვეობით“, განაცხადა ლონდონში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელმა, როგორც ამას ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ იტყობინება.

სრულად...

GUARDIAN.GE - ჩინეთმა სამი წლის და უფრო მეტი ასაკის ბავშვებში „სინოვაკის“ ვაქცინის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო და ამით პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ასეთ მცირეწლოვან ბავშვებში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დაუშვა. ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

სრულად...

(GUARDIAN.GE) - Facebook-მა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის Facebook და Instagram ანგარიშები ორი წლით შეაჩერა. მანამდე, მას სამუდამოდ ჰქონდა შეზღუდული წვდომა ორივე სოციალური ქსელის ანგარიშებზე, რაც მიმდინარე წლის იანვარში აშშ-ის კონგრესში მისი მხარდამჭერების შეჭრის კვალდაკვალ პრეზიდენტის განცხადებების წინააღმდეგ საპასუხო ნაბიჯი იყო, მაგრამ გასულ თვეს „ფეისბუქის“ საბჭომ გააკრიტიკა ტრამპის სოციალური ქსელიდან სამუდამო აკრძალვა.

სრულად...

(GUARDIAN.GE) - ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელში ახალი კოალიციის შესახებ მიღწეული შეთანხმების წინააღმდეგ გაილაშქრა და მოუწოდა ქნესეთის, (ისრაელის პარლამენტის) მემარჯვენე ფრთის წევრებს, დაბლოკონ კოალიცია და არ მისცენ მთავრობის ფორმირების საშუალება.

სრულად...

(GUARDIAN.GE) - ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ახალი კოალიციური მთავრობა „სახიფათოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“. მან დაჟინებით მოუწოდა მემარჯვენე ფრთის პოლიტიკოსებს არ დაუჭირონ მხარი ამგვარი მთავრობის ფორმირებას, მას შემდეგ, რაც ულტრა-ნაციონალისტმა ლიდერმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ იგი შეუერთდებოდა მოლაპარაკებებს ცენტრისტ იაირ ლაპიდთან, რომელსაც ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისთვის დრო ოთხშაბათამდე აქვს და თუკი მან ეს პროცესი წარმატებით განახორციელა, ეს ნეთანიაჰუს, როგორც ისრაელის ყველაზე ხანგრძლივი ვადით მომსახურე პრემიერ მინისტრის ოფისში ყოფნას დაასრულებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი