(GUARDIAN.GE) - აშშ-ის ყოფილი „დემოკრატი“ სენატორი და ჯიმი კარტერის ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტი უოლტერ მონდეილი, რომელმაც 1984 წელს საპრეზიდენტო არჩევნები „რესპუბლიკელ“ პრეზიდენტ რონალდ რეიგანთან ამ უკანასკნელის მეორე ვადით კენჭისყრისას წააგო, 19 აპრილს მინეაპოლისში, თავის სახლში, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახის მეგობარმა და წარმომადგენელმა გამოაცხადა, მაგრამ სპეციფიკური მიზეზი არ დაუსახელებია, იტყობინება „ვაშინგტონ პოსტი“.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას ხელი მოაწერა. თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღეს ბაიდენის ადმინისტრაცია დგამს ნაბიჯებს, რათა დააკისროს საფასური რუსეთს მისი მთავრობისა და სადაზვერვო სამსახურების ქმედებებისთვის აშშ-ის სუვერენიტეტისა და ინტერესების წინააღმდეგ.
(GUARDIAN.GE) - ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა სახის სანქციებს ამზადებს და ეს იქნება ამერიკაზე კიბერ თავდასხმების, მათ შორის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სავარაუდო ჩარევის საპასუხო ნაბიჯი.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის საბოლოოდ გამოსვლის პროცესი 1-ელ მაისს დაიწყება და 11 სექტემბრისთვის დასრულდება და ის იქნება პრეზიდენტი, რომელიც დაასრულებს ყველაზე ხანგრძლივ ომს.
დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის მეუღლე, პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სამეფო ოჯახი ავრცელებს.
(GUARDIAN.GE) - ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა გააფრთხილა თავისი ქვეყნის მოქალაქეები მოემზადონ „რთული“ კრიზისისთვის. როგორც BBC იუწყება, პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ჩანდა, რომ მან მდგომარეობა 1990-იანი წლების საშინელ შიმშილობას შეადარა. კიმმა, მოსალოდნელი გაჭირვების იშვიათი აღიარებით, ხუთშაბათს, პარტიის ოფიციალურ პირებს მოუწოდა „აწარმოონ კიდევ ერთი რთული ‘დაუღალავი სვლა’, რათა თუგინდ მცირედით მაინც შეამსუბუქონ ჩრდილო კორეელი ხალხის გასაჭირი“.
(GUARDIAN.GE) - რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თავგამოდებული კრიტიკოსის, პატიმრობაში მყოფი ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და მას ფეხებსა და ხელებში გრძნობის დაკარგვა აღენიშნება, იტყობინება BBC მის ადვოკატზე, ვადიმ კობზევზე დაყრდნობით.
(GUARDIAN.GE) - სულ მცირე 71 ადამიანია გარდაცვლილი აღმოსავლეთ ინდონეზიასა და აღმოსავლეთ ტიმორში კოკისპირული წვიმებისაგან გამოწვეული წყალდიდობებისა და მეწყერების ჩამოწოლის შედეგად. 40-ზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება ინდონეზიაში და ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულთა რაოდენობა ეჭვგარეშეა, რომ მოიმატებს.
ტელეჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერისა და მისი თანმხლები პირების თბილისში ვიზიტს კრემლი გამოეხმაურა. პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ჩასვლა სახიფათოა.
ათეულობით ადამიანია მოკლული უსაფრთხოების ძალების მიერ მიანმარში. ეს ყველაზე სისხლიანი დღე იყო მას შემდეგ, რაც გასულ თვეს ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების შედეგად ძალაუფლება სამხედროები იგდეს ხელთ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.