ბრიუსელის მაელბეკის მეტროსადგურში მატარებლებმა მუშაობა სრულად განაახლეს. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.
ნადეჟდა სავჩენკო სამშობლოში, შესაძლოა, უახლოეს კვირებში დაბრუნდეს, - უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნული განცხადება პეტრო პოროშენკომ გააკეთა.
მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში, სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, 14 სამართალდამცავი დაშავდა. BBC-ის ცნობით, აღნიშნულის შესახებ მოლდოვის პოლიციაში აცხადებენ.
თურქეთმა სამიგრაციო კრიზისთან დაკავშირებით, შეთანხმების ფარგლებში, ყველა აუცილებელი პირობა შეასრულა და ელოდება, რომ ევროკავშირი, თავის მხრივ, გადადგამს ნაბიჯებს თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად. ეს განცხადება თურქეთის პრემიერმინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ გააკეთა.
სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ახალ ფაქტებზე განაცხადეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის საზღვრის მიმართულებით ცეცხლი 18-ჯერ გახსნეს, რის შემდეგაც სომხურმა მხარემ საპასუხო დარტყმები მიიტანა.
ეკვადორში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 650-მდე გაიზარდა. „ბი-ბი-სი“ წერს, რომ კიდევ 58 ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები თურქეთ-სირიის საზღვართან მდებარე მიგრანტების ბანაკს სტუმრობდნენ.
გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს და ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებს თურქეთში, თურქეთ-სირიის საზღვართან მდებარე გაზიანტეპის სირიელ ლტოლვილთა ბანაკში მოელიან. ამის შესახებ BBC წერს.
სერგეი ლავროვი სამუშაო ვიზიტით სომხეთს ეწვია, თუმცა მას სომეხი ხალხი საპროტესტო აქციით დახდა.
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ განაცხადა, რომ ნატო საქართველოს დახმარებას აგრძელებს, მანვე აღნიშნა, რომ საქართველოზე რუსეთი კვლავ ახდენს მნიშვნელოვან ზეწოლას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.