შეერთებული შტატების ეკონომიკას თებერვალში 242 000 სამუშაო ადგილი დაემატა, გაცილებით, 52 ათასით მეტი, ვიდრე ამას ეკონომისტები მოელოდნენ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატებმა, დონალდ ტრამპმა და ჰილარი ქლინთონმა, ბოლო პარტიული კონფერენციების და პრაიმერების შედეგების მიხედვით, თავიანთ პარტიებში წამყვანი პოზიციები შეინარჩუნეს.
ჩინეთის ეროვნულმა სახალხო კონგრესმა ქვეყნის 2016 წლის ეკონომიკური ზრდის ახალ სამიზნედ 6.5%-7% დასახა. ამის შესახებ საჯარო განცხადება პრემიერმა ლი კექიანგმა გააკეთა და აღნიშნა, რომ წინ „დიდი ბრძოლა“ ელოდებათ.
თურქეთის პოლიციამ ოპოზიციური გაზეთის „ზამანი“-ს ოფისების რეიდი მოაწყო, მას შემდეგ რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით გაზეთი სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარა. პარასკევს, გვიან ღამით პოლიციამ სტამბულში გაზეთის რედაქციის შენობასთან შეკრებილი მხარდამჭერები წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა და შენობაში შევიდა.
კურსის დასრულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანკ კაპანაძე და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე დაესწრნენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში და გენერალურ შტაბში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, სახმელეთო ძალების წარმომადგენლებს შეხვდა.
ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა სახელმწიფო სანავთობო კომპანია პეტრობრასთან დაკავშირებული ძიების ფარგლებში, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ბირთვული იარაღის სრულ მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა. როგორც BBC იუწყება, მან ასევე მოითხოვა სამხედრო დოქტრინის გადახედვა, რათა ქვეყანას ჰქონდეს საშუალება, საჭიროების შემთხვევაში პრევენციული დარტყმა განახორციელოს.
აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში, 21 ქვეყნის სამშვიდობო დანაყოფის მხრიდან, 2015 წელს, სქესობრივი ძალადობის 99 შემთხვევა დაფიქსირდა - ბრიტანული "გარდიანის" ცნობით, ამის შესახებ საუბარია გაერო-ს მოხსენებაში, რომელიც გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა წარადგინა.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საბერძნეთსა და თურქეთში ჩავა და შეეცდება მოძებნოს გამოსავალი და გამონახოს საერთო მიდგომა ევროპის გაუარესებულ საიმიგრაციო კრიზისთან მიმართებაში. ამის შესახებ BBC წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.