"რესპუბლიკური პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატის გამოვლენის პიკზე, შეერთებული შტატების გავლენიანი"რესპუბლიკელები" მთავარი გამოკვეთილი კანდიდატის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, მას შემდეგ რაც მან 7 შტატში ერთდროულად მოიპოვა გამარჯვება, ღიად საუბრობენ. ამის შესახებ BBC წერს.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჰაუპტვახტები უქმდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მთავრობას დასამტკიცებლად ხვალ წარედგინება.
ჩრდილოეთ კორეამ ზღვაში რამდენიმე, ახლო მანძილზე მიმავალი ჭურვი გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ჭურვების გაშვება გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ ჩრდილოეთ კორეისთვის ყველაზე მკაცრი სანქციების ერთსულოვნად დაწესებიდან რამდენიმე საათში მოხდა.
70-ზე მეტი ექიმი და აკადემიკოსი მოუწოდებს სკოლებს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში აკრძალონ რაგბის მატჩებზე შერკინება. ამის შესახებ BBC იუწყება. მინისტრებისადმი ღია წერილში ისინი აცხადებენ, რომ დაზიანებები, რომელიც "მძიმე დაჯახებებისას" წარმოიშობა, შესაძლოა ბავშვებისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე მძიმე შედეგების გამომწვევი გახდეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი თავდაცვის უწყების დოქტრინებზე მომუშავე პირად შემადგენლობას შეხვდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ინდონეზიის დასავლეთ სანაპიროებზე ძლიერი, 7.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამ წუთებში BBC ავრცელებს. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია ნგრევისა თუ მსხვერპლის შესახებ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებას სოციალურ ქსელში პასუხობს.
"ნიუ-იორკ თაიმსის" ინფორმაციით, აშშ-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი წარმომადგენელი დააკავეს.
ამერიკელი ასტრონავტი სქოთ კელი და რუსი კოსმონავტი მიხაილ კორნიენკო, კოსმოსში თითქმის ერთწლიანი ყოფნის შემდეგ დედამიწაზე დაეშვნენ. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მეშვეობით მათმა 340-დღიანმა მისიამ, 2-ჯერ უფრო ხანგრძლივი პერიოდი მოიცვა, ვიდრე ეს ჩვეულებრივაა მიღებული.
დემოკრატმა ჰილარი ქლინთონმა და რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლაში, ე.წ. "სუპერ სამშაბათს", უმეტეს შტატებში გამარჯვება მოიპოვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.