ჩეჩნეთში შექმნილი რეგიონული არმია, შესაძლოა, თანამედროვე რუსეთში ყველაზე ბრძოლისუნარიანი სამხედრო დაჯგუფება იყოს.
"ვიკილიქსი"-ს მიერ გამოქვეყნებული საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო მსოფლიო ლიდერების, მათ შორის, ანგელა მერკელისა და ნიკოლა სარკოზის მოსმენებს ახორციელებდა.
სააგენტო "ტასის" ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. ორმხრივ უვიზო რეჟიმს მთიან ყარაბაღთან და დნესტრისპირეთთან დააწესებს. ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კან ტანიამ გააკეთა.
"ჩვენი ქვეყანა თანდათან უფრო საინტერესო გახდება ახალგაზრდებისთვის, მათთვის ვინც მიიღეს განათლება დასავლეთში", განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩეხეთში სასწავლებლად მყოფ ქართველ სტუდენტებთან შეხვედრაზე და დაამატა, რომ ყველა მათგანს საქართველოში ელოდება.
ფუნტი სტერლინგი დოლართან მიმართებაში თითქმის 7 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. ეს კი ბრიტანეთის ევროკავშირში ყოფნა-არყოფნის საკითხს და გაურკვევლობას უკავშირდება. ერთხანს ფუნტი სტერლინგი 2.1%-ით დაეცა და მისმა ღირებულებამ $1.41020 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2009 წლის შემდეგ ერთ დღეში ყველაზე დიდი დაცემაა.
სირიაში სამხედრო-სახმელეთო ოპერაციის დაწყება თურქეთისა და საუდის არაბეთის მიერ დღის წესრიგში არ დგას, - აღნიშნული განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა.
10 მილიონზე მეტი ადამიანია წყლის გარეშე დარჩენილი ინდოეთის დედაქალაქ დელიში, იმის მიუხედავად, რომ არმიამ ხელახლა დაამყარა კონტროლი დედაქალაქის წყლის მთავარ რესურსზე, მას შემდეგ რაც პროტესტანტებმა, რომლებიც უფრო მეტ სამუშაო ადგილებს ითხოვნდნენ, ის ხელში ჩაიგდეს. სამდღიანი არეულობების შედეგად 16 ადამიანი გარდაიცვალა და ასეულობით დაზარალდა.
დიდი ბრიტანეთი უსაფრთხოების თვალსაზრისით დიდი რისკის შემცველ ნაბიჯს გადადგამს თუ ის ევროკავშირის დატოვებას მისცემს ხმას, ამტკიცებს თავდაცვის მდივანი მაკილ ფალონი. როგორც მან BBC -ს განუცხადა, პარტნიორობის ისეთი "კოლექტიური წონა" როგორც ეს ევროკავშირია, უფრო ადვილს ხდის გლობალური საფრთხეების გამკლავებას.
The Financial Times-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მსხვილი კომპანიების ნახევარი ქვეყნის ევროკავშირში დარჩენის მომხრეა.
სულ მცირე 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ფიჯიზე ციკლონს. ინფორმაციას ამის შესახებ "სიენენი" ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.