სააგენტო "როიტერსის" ინფორმაციით, თვითმკვლელმა-ტერორისტმა თავი პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს მდებარე პროვინცია კუნარში, პროვინციის გუბერნატორის სახლთან აიფეთქა.
ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა რეგიონის ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომაზე უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი დარბაზიდან გააძევა.
"რუსეთის საჰაერო ძალები სირიაში ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ოპერაციას აგრძელებენ" - აღნიშნული განცხადება BBC-ის ცნობით, კრემლის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
სულ მცირე 180 კენიელი ჯარისკაცი იქნა მოკლული სომალის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე ალ-შაბაბის მიერ განხორციელებული თავდასხმისას გასულ თვეს, - ამის შესახებ სომალის პრეზიდენტმა ჰასან შეიხ მუჰამედმა სომალის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ჩეხეთში "ზიკას" ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ BBC ჩეხეთის ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
"დოიჩე ველეს" ცნობით, გერმანიამ მიგრაციული კანონმდებლობა გაამკაცრა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბუნდესტაგმა კანონების ახალი პაკეტი მიიღო, რომლის თანახმად, მიგრანტების გარკვეული ჯგუფის განაცხადი თავშესაფრის მიღების შესახებ განხილული იქნება დაჩქარებული წესით.
ნატო-ს წევრები ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მიგრაციული კრიზისის დაძლევის საქმეში ევროკავშირისთვის დახმარების გაწევის პირობებზე შეთანხმდნენ - ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ეს განცხადება ალიანსის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები დღეს მოგვიანებით შეხვედრას გამართავენ და საიმიგრაციო პოლიტიკის კრიზისთან დაკავშირებით იმსჯელებენ. ამის შესახებ BBC წერს.
შეერთებული შტატების რესპუბლიკელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ნევადას შტატში ადვილად გაიმარჯვა და რესპუბლიკური პარტიის სხვა კანდიდატებს შორის დიდი უპირატესობით ლიდერობს.
სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც სულ მცირე 21 ადამიანი იმყოფებოდა, დასავლეთ ნეპალის მთიან ნაწილში გაუჩინარდა. ინფორმაციას BBC ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.