ირანი კიდევ ერთხელ ემზადება იმისათვის, რომ მსოფლიო ბაზრებს თავისი ნავთობი მიაწოდოს. როგორც BBC წერს, გლობალური ეკონომიკისთვის ეს, დიპლომატიურ და პოლიტიკურ მნიშვნელობასთან ერთად, წლის ერთ-ერთი ყველაზე მრავლისმეტყველი მოვლენაა. ირანი მსოფლიოში ნავთობის მარაგებით მე-4 ადგილზეა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ლატარეის რეკორდულად მაღალი ჯეკპოტის, 1.6 მილიარდი დოლარის გამარჯვებული, სულ მცირე სამი ბილეთია. გამარჯვებული ბილეთები Powerball -ის ჯეკპოტში - კალიფორნიაში, ტენისისა და ფლორიდაში გაიყიდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
თურქეთის ქალაქ სტამბოლში ორი დღის წინათ განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირში მყოფი შვიდი ადამიანი დააკავეს.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოსაზრებით, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ აუცილებელია ფართო საერთაშორისო კოალიციის შექმნა.
ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ, რომელმაც სულ მცირე 7 ადამიანი იმსხვერპლა, პირველი სატელევიზიო კომენტარი ქვეყნის პრეზიდენტმა გააკეთა. პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.
ჯაკარტაში საფრანგეთის საელჩომ განაცხადა, რომ ტერორისტული აქტების მსხვერპლთა შორის საფრანგეთის მოქალაქეები არ არიან. საელჩომ დაჟინებით მოუწოდა ინდონეზიაში მყოფ მის მოქალაქეებს რომ დაუკავშირდნენ მათი ოჯახების წევრებს და მეგობრებს და დაამშვიდონ ისინი.
"ირანი დასავლეთის ეკონომიკური სანქციებისგან რამდენიმე დღეში გათავისუფლდება" - განცხადება ამის თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ გააკეთა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ბრიტანული "გარდიანი" ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის დელეგაცია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართულ ქვედანაყოფებს ეწვივნენ.
უკრაინაში ე.წ. ღორის გრიპის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ ძველით ახალი წელი ადლიაში მდებარე სამხედრო ბაზაზე III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონთან ერთად აღნიშნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.