წევრობის საფასურის გადაუხდელობის გამო, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში ხმის მიცემის უფლება 15 ქვეყანას ჩამოართვეს. როგორც სააგენტო "AP" იტყობინება, შესაბამისი გადაწყვეტილება გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა მიიღო.
აშშ-ში უამინდობის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. სტიქია ქვეყნის დასავლეთ სანაპიროს დაატყდა თავს.
4 ადამიანია მოკლული და რამდენიმეს დაზიანებები აქვს მიღებული კანადის დასავლეთ პროვინციაში, სასკატჩევანში მომხდარი სროლების შედეგად. ამის შესახებ BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.
42 მიგრანტი დაიღუპა საბერძნეთის სანაპიროზე ორი სხვადასხვა ნავის ჩაძირვის შედეგად. ერთ-ერთი ნავი საბერძნეთის პატარა კუნძულ კალოლიმნოსთან ჩაიძირა, რის შედეგადაც 34 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი დაიღუპა. მე-2 ნავის კუნძულ ფარმაკონისთან ჩაძირვამ კი რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაციას ამ ჭუთებში BBC ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე, ვაშინგტონსა და შუა ატლანტიკის რეგიონში მოსალოდნელი რეკორდულად უხვი თოვლისა და ქარბუქის გამო 50 მილიონზე მეტი ადამიანი გააფრთხილეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, ლონდონში გამართულ განათლების მსოფლიო ფორუმის მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა.
სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის დანაყოფებს ხონში კავშირგაბმულობის მასშტაბური სწავლება ჩაუტარდათ.
დღეს, თავდაცვის სამინისტროში ნატოს საერთაშორისო სამსახურის და საერთაშორისო სამხედრო სამსახურის წევრებს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა შოთა ღვინერიამ უმასპინძლა.
ზაზა ფაჩულია Dallas Mavericks-ის ცენტრში იმყოფება. ამის შესახებ The Washington Post -ი წერს. წერილის ავტორი აღნიშნავს, რომ ამას აღნიშნავს იმიტომ, რომ "თქვენ შესაძლოა არ იცოდეთ გუნდი, რომელშიც ფაჩულია თამაშობს, უფრო მეტიც, არ იცოდეთ რომ ის პროფესიონალურ კალათბურთს თამაშობს.
დიდმა ბრიტანეთმა ალექსანდრ ლიტვინენკოს გარდაცვალებისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. ასეთია ლონდონის სასამართლოს ვერდიქტი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.