"უკრაინა ყირიმის დაბრუნების პროცესს იწყებს" - "დოიჩე ველე"-ს ცნობით, აღნიშნული განცხადება დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, ნატალია ერესკომ გააკეთა.
ყოფილი რუსი ჯაშუშის ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობის საქმეზე დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დღეს დიდი ბრიტანეთში მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს. ამის შესახებ BBC იუწყება.
ოსკაროსანი მსახიობი ჯორჯ კლუნი, რომელსაც აკადემიის ორი ჯილდო აქვს მოპოვებული, ოსკარების დაჯილდოვების აკადემიას "მცდარი მიმართულებით სვლაში" სდებს ბრალს და მრავალმხრივობის ნაკლებობას უწუნებს.
ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ სასამართლო სისტემა შესაძლოა გამოყენებული იყოს პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლისთვის.
პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ალასკას პოპულარული ექს-გუბერნატორის და 2008 წელს რესპუბლიკელების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის, სარა პეილინისაგან მხარდაჭერა მიიღო.
აზერბაიჯანი ბიუჯეტის გადახედვას გეგმავს, რომელშიც ერთი ბარელი ნავთობის ფასი 30 დოლარზე იქნება გათვალისწინებული. BBC -ს ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, ელმან რუსტამოვმა განაცხადა.
სულ მცირე 19 ადამიანია მოკლული პაკისტანის ქალაქ ჩარსადაში, სადაც უნივერსიტეტს შეიარაღებული პირები დასხნენ თავს. არმიის წარმომადგენლის თქმით, 4 შეიარაღებული პირი მოკლეს, მაგრამ სხვები სავარაუდოდ გამაგრებულნი არიან ბაჩა ხანის უნივერსიტეტში. გენერალ საედ ვაზირის განცხადებით, სტუდენტების ნაწილის გადარჩენა მოხერხდა.
შეიარაღებული პირები პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე უნივერსიტეტს ჩარსადას დაესხნენ თავს. როგორც BBC ამ წუთებში იუწყება, სროლები და ბრძოლა ახლაც მიმდინარეობს.
ჩრდილო კორეის მეცნიერებმა "ნაბახუსევისაგან თავისუფალი" ალკოჰოლური სასმელი გამოიგონეს. ამის შესახებ BBC "ფხენიან თაიმსზე" დაყრდნობით წერს.
ირანის სულიერი ლიდერი აიათოლაჰ ალი ხამენეი მიესალმა ირანის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მოხსნას, მაგრამ განაცხადა, რომ თეირანი უნდა დარჩეს ფრთხილი მის ძველ მტერთან, შეერთებულ შტატებთან. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.