ჩინეთის ეკონომიკა 2015 წელს 6.9%-ით გაიზარდა, 2014-ში კი ზრდა 7.3%-ს შეადგენდა. ჩინეთის ეკონომიკურმა ზრდამ მეოთხედ საუკუნეში ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი შეადგინა.
გაეროს განცხადებით, ერაყში სამოქალაქო პირებზე ძალადობის შემაშფოთებელი მაჩვენებლი კვლავ შენარჩუნებულია და 2014 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 ოქტომბრამდე სულ მცირე 18 800 ადამიანია მოკლული. ახალი ანგარიშის თანახმად, დროის ამ მონაკვეთში ასევე ქვეყნის შიგნით 3.2 მილიონი ადამიანი გახდა დევნილი.
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პატიმრების წერილების გამოქვეყნება დაიწყო.
ხუთი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა ალპებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად. ამ ინფორმაციას BBC ამ წუთებში ავრცელებს. საფრანგეთის საჯარისო ნაწილები ალპებში წვრთნებს გადიოდნენ, როდესაც ზვავი ჩამოწვა. დამატებით ცნობები ამ დროისთვის არ ვრცელდება.
ირანის პრეზიდენტი, ჰასან რუჰანი მომავალ კვირას იტალიას და საფრანგეთს ეწვევა. ამის შესახებ "როიტერსი" წერს. გავრცელებული ცნობით, რუჰანი 25-26 იანვარს იტალიაში ჩავა, 27 იანვარს კი პარიზს ესტუმრება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების 4 ძირითადი მიმართულება გააცნო. კვირიკაშვილმა 4 პრიორიტეტი დაასახელა - სამუშაო ადგილების შექმნა, მთავრობის გადაწყვეტილებების პროცესში ბიზნესის აქტიური ჩართულობა, რეგიონების განვითარება, განათლება. გიორგი კვირიკაშვილმა საგანმანათლებლო სისტემაზე საუბრისას განაცხადა.
ბაღდადში შეერთებული შტატების საელჩომ დაადასტურა, რომ ერაყში რამდენიმე ამერიკელი გაიტაცეს. "ჩვენ ვმუშაობთ ერაყის ხელისუფლებასთან სრულ კოორდინაციაში რათა მივაკვლიოთ და უვნებლად დავიხსნათ გატაცებული პირები," განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა.
შეერთებული შტატები ირანული კომპანიებისა და ინდივიდების წინააღმდეგ ბირთვული პროგრამის გამო, ახალ სანქციებს აწესებს. აღნიშნულ ინფორმაციას ამ წუთებში BBC ავრცელებს.
ავსტრიის მთავრობამ შენგენის საზღვრებში თავისუფლად გადაადგილების შეთანხმება დროებით შეაჩერა. ქვეყნაში შემსვლელი უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე მკაცრ სასაზღვრო კონტროლს გაივლის. ამის თაობაზე გაზეთი Oesterreich -ი ავსტრიის კანცლერის ვერნერ ფეიმანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე წერს.
ირანმა მსოფლიოსთან ურთიერთობაში „ახალი თავი გახსნა“, განაცხადა პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ რამდენიმე საათის შემდეგ, რაც თეირანს ეკონომიკური სანქციები მოუხსნეს. სახელმწიფო ტელევიზიის მიერ ციტირებული კომენტარის თანახმად, რუჰანიმ თქვა, რომ ირანთან შეთანხმება არც ერთ ერს არ მიაყენებს ზიანს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.