ირანის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციები მოიხსნა მას შემდეგ, რაც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებმა დაადასტურეს, რომ მისი ნაბიჯები შეესატყვისება იმ შეთანხმებას, რაც მას ბირთვული იარაღის განვითარებისაგან დაიცავს.
ბურკინა ფასოში ტერორისტების თავდასხმის შედეგად 18 ეროვნების სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, 2016 წლის ევროკომისიის პრიორიტეტი ევროკავშირში ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების უზრუნველყოფა იქნება.
დაახლოებით 30 მძევალი გაათავისუფლეს ბურკინა ფასოს დედაქალაქ გუაგადუში სასტუმროზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, რამაც გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე 20 ადამიანი იმსხვერპლა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქაბულის შემდეგ თინა ხიდაშელი გენერალური შტაბის დელეგაციასთან ერთად ბაგრამის საავიაციო ბაზას ესტუმრა, სადაც ამჟამად "მტკიცე მხარდაჭერის" მისიას 22-ე ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის ოცეულის პირადი შემადგენლობა ასრულებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა დოლიძე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შეხვდა.
ინდონეზიის პოლიციამ ჯაკარტაში განხორციელებულ ტერაქტებში მონაწილეობაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავა.
თურქეთის დასავლეთით, იზმირის პროვინციის სანაპიროსთან შვიდი არალეგალი მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს. როგორც სააგენტო "ანადოლუ" გადრდაცვლილთა ცხედრები ადგილობრივმა მოსახლეობამ აღმოაჩინა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა რეზერვისტთა გაორმაგებული რაოდენობის მობილიზაცია გამოაცხადა.
"2016 წელს უკრაინის სუვერენიტეტი აღდგება ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე" - განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.