იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, შესახებ ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივს ცენტრს (JTEC) დაარსებიდან ორი წელი შეუსრულდა. საზეიმო ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, უწყების მაღალჩინოსნები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს სომხეთის პრემიერ - მინისტრი ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრს შორის მთავრობის ადმინისტრაციაში ორმხივი შეხვედრა გაიმართა.
საინჟინრო ბრიგადაში აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) ფეთქებადი საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფის (EOD) ასეულის ინსტრუქტორების მიერ განაღმვის სწავლება დაიწყო. სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის ფეთქებადი საბრძოლო მასალების განადგურების (EOD) ასეულის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.
რუს ჟურნალისტს არკადი ბაბჩენკოს კიევში, მის სახლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, ჟურნალისტს ზურგში რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი.
ქარიშხალმა „მარიამ“ პუერტო რიკოში 4 600-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 70-ჯერ მეტი, ვიდრე ოფიციალური მონაცემებია, იტყობინება BBC ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევაზე დაყრდნობით.
უნგრეთის მთავრობამ ახალი კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც სისხლის სამართლის დამნაშავედ აცხადებს მათ, ვინც თავშესაფრის მაძიებელ მიგრანტებს დაეხმარება.
სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 67-მა კადეტმა დაამთავრა, რომელთაგან 3 ოქროსა და 5 ვერცხლის მედლის კანდიდატია.
მამაკაცმა ორი პოლიციელი და მათ სიახლოვეს მყოფი მძღოლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ბელგიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ლიეჟში.
„მალაიზიის ავიახაზების“ გაუჩინარებული თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოები უშედეგოდ დასრულდა. შეერთებულ შტატებში ბაზირებული კერძო კომპანია „Ocean Infinity“-ი სამხრეთ ინდოეთის ოკეანის დიდ ფართობზე 90-დღიანი ძებნითი სამუშაოების განსახორციელებლად ღრმაწყლოვან საზღვაო ხომალდს იყენებდა, მაგრამ ვერაფერს მიაგნო, მალაიზიის მთავრობამ კი განაცხადა, რომ მას ახალი ძებნითი სამუშაოების ჩატარების გეგმები არ გააჩნია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.