პაატა გუჯეჯიანს, რომელმაც აშშ-ის საზღვაო აკადემიაში სწავლა დაასრულა, დიპლომი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადასცა. დიპლომების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება ანაპოლისში გაიმართა.
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) გერმანია მნიშვნელოვანი და ამბიციური ინიციატივის მხარდამჭერი ქვეყანა გახდება. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი:
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის „ურყევი ნებაა“, რომ სინგაპურში, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან დაგეგმილი შეხვედრა გაიმართოს, აცხადებს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ავრცელებს.
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ქვეითი ოცეულის სერჟანტის მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. ღონისძიების დაწყებამდე კურსდამთავრებულებმა სერჟანტის კრედო წარმოთქვეს.
ჩრდილოეთ კორეამ, მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უეცრად გააუქმა მისი შეხვედრა კიმ ჩენ ინთან, განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ სურს მოლაპარაკებები „ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში“.
25-26 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივით ტარდება ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. აღნიშნული ფაკულტეტის დაარსებიდან რიგით მე-3 კონფერენცია საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან 12 ივნისს სინგაპურში დაგეგმილი ისტორიული შეხვედრა გააუქმა.
ჩრდილოეთ კორეამ თავისი ერთადერთი ბირთვული საცდელი პოლიგონის გვირაბები ააფეთქა, რათა შეამციროს რეგიონული დაძაბულობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.