სულ მცირე 25 ადამიანი გარდაიცვალა და ასეულობით სხვამ დაზიანებები მიიღო გვატემალაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 8 დღის შემდეგ რაც გააუქმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა, პარასკევს განაცხადა, რომ იგი 12 ივნისს სინგაპურში კიმ ჩენ ინს შეხვდება.
პარლამენტში უნდობლობის კენჭისყრის შედეგად ესპანეთის პრემიერ მინისტრი მარიანო რახოი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა.
შეერთებულმა შტატებმა თავისი გეგმების შესახებ გამოაცხადა, რაც მის მოკავშირეებზე ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს, საუბარია ფოლადისა და ალუმინის იმპორტებზე ევროპის კავშირიდან, კანადიდან და ასევე მექსიკიდან.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რეპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალ-ინსპექტორი, გენერალი ებერჰარდ ცორნი კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ეწვია.
სამხედრო მოსამსახურეებსა და მოწვეულ სტუმრებს ავიაციის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.
საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალ-ინსპექტორი იმყოფება. გენერალ ებერჰარდ ცორნმა შეხვედრები თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან გამართა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მარჯვენა ხელი, გენერალი კიმ იონ ჩოლი, რომელიც აშშ-ის მიერ შავ სიაში იყო შეყვანილი, ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს კიმისა და ტრამპის ისტორიული შეხვედრის საკითხის განსახილველად შეხვდა.
ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ იგი „ძალიან უხერხულ მდგომარეობაში“ ვარდება, როცა რუსეთს „უფროს ძმას“ უწოდებენ. აღნიშნულის შესახებ მან ბულგარეთის პრემიერ მინისტრთან, ბოიკო ბორისოვთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო ცოცხალია. მისი მკვლელობის ამბავი გუშინ უკრაინის ხელისუფლებამ დაადასტურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.