ლას ვეგასის შეიარაღებული მამაკაცის, სტივენ პადოკის მეგობარმა ქალმა განაცხადა, რომ მას წარმოდგენა არ აქვს, თუ რას გეგმავდა მისი „კეთილი, მზრუნველი, წყნარი“ პარტნიორი.
კატალონიის პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი თავს დაესხა ესპანეთის მეფეს, ფილიპე VI -ს „მილიონობით კატალონიელის განზრახ იგნორირებისთვის“.
საუდის არაბეთის მეფე სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ საუდი, რუსეთ-საუდის არაბეთის ურთიერთობების არსებობის მთელი ისტორიის განმავლობაში პირველად ჩავიდა მოსკოვში, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლას ვეგასში ჩავიდა, სადაც იგი ამერიკის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე საშინელი მასობრივი სროლებისას გადარჩენილებს მოინახულებს და ანუგეშებს.
სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ იგი არასოდეს განიხილავდა მისი თანამდებობის დატოვებას და დაადასტურა მისი ერთგულება პრეზიდენტ ტრამპის დღის წესრიგისადმი, ოთხშაბათ დილით გაკეთებულ განცხადებაში.
64 წლის ამერიკელი სტივენ პადოკის მეგობარი ქალი შეერთებულ შტატებში ჩავიდა, სადაც მას პოლიცია დაჰკითხავს.
სტივენ პადოკს, შეიარღებულ მამაკაცს, რომელმაც ლას ვეგასში კვირას 58 ადამიანი მოკლა და 500-სზე მეტი დაჭრა, სასტუმროს თავის ნომერში - საიდანაც ახორციელებდა სროლებს მაყურებლით სავსე ღია საკონცერტო დარბაზის მიმართულებით - და მის გარშემო რამდენიმე ვიდეოკამერა ჰქონდა დაყენებული.
კატალონიის მიერ ესპანეთიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის გამოცხადება დღეების საქმეა, განუცხადა BBC-ს ავტონომიური რეგიონის ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა.
ავსტრალიის ორ უდიდეს ქალაქში რამდენიმე ათწლეულში ტემპერატურამ შესაძლოა 50C-ს მიაღწიოს, ნათქვამია კვლევაში.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყნიდან 15 კუბელი დიპლომატი გააძევა, განაცხადა რა, რომ ჰავანამ ვერ უზრუნველყო დაეცვა ამერიკელი დიპლომატები საიდუმლოებით მოცული ბგერითი თავდასხმებისაგან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.