ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნოემბერში აზიის 5 ქვეყანას ესტუმრება და მონაწილეობას მიიღებს რეგიონულ სამიტებში, განაცხადა თეთრმა სახლმა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ავღანეთში ჩავიდა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილი და II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ბექა ამბროლაძე დახვდნენ.
ქალაქ ახალციხეში, უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტების საბრძოლო მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა.
სენაკის ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის ფეხბურთში ტურნირი გაიმართა. ტურნირის ორანიზება გენერალური შტაბის სპორტულმა სამსახურმა უზრუნველყო.
საინჟინრო ბრიგადაში საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლება დასრულდა.
მუმბაის რკინიგზის სადგურზე დილის პიკის საათებში ჭყლეტის შედეგად 22 ადამიანი გარდაიცვალა და დაახლოებით 30-მა დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას BBC ინდოეთის ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სირიის შესახებ შეთანხმებები - საერთო წარმატებაა რუსეთის და თურქეთის და ფაქტობრივად, შექმნილია წინაპირობა შეწყდეს ძმათამკვლელი ომი არაბულ რესპუბლიკაში.
„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა გამოაქვეყნეს აუდიო ჩანაწერი, რომელიც მათი თქმით, თავიანთ ლიდერს, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ეკუთვნის.
ჩინეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციების განხორციელების მიზნით მის ტერიტორიაზე მოქმედ ჩრდილოეთ კორეის კომპანიებს უთხრა, რომ იანვრის დასაწყისისთვის უნდა დაიხურონ.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) შიდა აუდიტის ტრენინგი დასრულდა. ტრენინგის მონაწილეებს სიტყვით თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა მიმართა და კურსის წარმარტებით დასრულება მიულოცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.