საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატოს ენის საერთაშორისო საკოორდინაციო ბიუროს (BILC) პროფესიულ სემინარს მასპინძლობს. სემინარს ორგანიზებასა და კოორდინაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა უწევს.
რუსეთში, კურსკის ოლქში უცნობ პირებთან მომხდარი სროლებისას მესაზღვრე დაიღუპა. შეიარაღებული პირები უკრაინაში შეღწევას ცდილობდნენ - ერთი თავდამსხმელი დაკავებულია, მეორემ კი საკუთარი თავი აიფეთქა, განაცხადა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ორშაბათს, როგორც ამას რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თავდაცვის სამინისტროს ბიბლიოთეკართა გადამზადების კურსები დაიწყო. თანამშრომლებს კურსები საბიბლიოთეკო დოკუმენტების აღრიცხვისა და კანონმდებლობის, აქტების შედგენის, ფონდების დაკომპლექტების, ინვენტარიზაციის, კატალოგების აღწერისა და პროექტების შედგენის შესახებ ჩაუტარდებათ.
სულ მცირე 50ადამიანია მოკლული ლას ვეგასში, Mandalay Bay Casino-ს სიახლოვეს განხორციელებული სროლებისას, 200-ზე მეტს კი დაზიანებები აქვს მიღებული. ინფორმაციას ბრიტანული „გარდიანი“ ავრცელებს. უფრო ადრე გავრცელებული ინფრომაციის თანახმად კი გარდაცვლილთა რიცხვი სულ მცირე 20-ს შეადგენდა.
სულ მცირე 50 ადამიანია მოკლული ლას ვეგასში, Mandalay Bay Casino-ს სიახლოვეს განხორციელებული სროლებისას, 500-ზე მეტს კი დაზიანებები აქვს მიღებული.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ ღრმად კონსპირაციული ქსელის კანონსაწინააღმდეგო ქმედება აღკვეთა. ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
არეულობების ფონზე ჩატარებული კატალონიის რეფერენდუმის შემდეგ, ესპანური რეგიონის ლიდერმა კარლეს პუჩდემონმა განაცხადა, რომ კატალონიამ მოიპოვა უფლება გააჩნდეს სახელმწიფოებრიობა.
ლას ვეგასში, Mandalay Bay Casino-ს სიახლოვეს პოლიცია აქტიურ მსროლელს სცემს პასუხს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„Monarch Airlines“-მა სამეწარმეო საქმიანობა შეწყვიტა და მისი ყველა დაჯავშნული ბილეთები გაუქმდა, განაცხადა დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა, როგორც ამას BBC იუწყება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს უთხრა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებების წარმართვის მცდელობით იგი თავის დროს ტყუილუბრალოდ კარგავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.