ტროპიკულმა ქარიშხალმა „ნეიტმა“ კოსტა რიკაზე, ნიკარაგუასა და ჰონდურასში, სანამ იგი შეერთებული შტატების მიმართულებით გადაინაცვლებს, 20 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სხვა 20 კი დაკარგულადაა გამოცხადებული.
ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის პარლამენტის ორშაბათის სესია შეაჩერა, რომელზეც რეგიონის ესპანეთიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის გამოცხადება იგეგმება.
ვლადიმერ პუტინმა ორლოვსკის ოლქის გუბერნატორი პოტომსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა და დროებითი მოვალეობის შემსრულებლად მოსკოვის საქალაქო სათათბიროს დეპუტატი კლიჩკოვი დანიშნა.
საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ლიტვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უფროსი ეწვია. გენერალ-ლეიტენანტის იონას ვიტაუტას ჟუკასის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გენერალურ შტაბში გაიმართა.
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საერთო საჯარისო ცენტრის რიგით 21-ე მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის სიტუაციური სწავლება გაიმართა. წვრთნაში III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ერთი ასეული მონაწილეობდა.
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ესტუმრა.
ვლადიმერ პუტინმა საუდის არაბეთის მეფის, სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ-საუდის რუსეთში ვიზიტს „ღირსშესანიშნავი მოვლენა“ უწოდა.
2017 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში იაპონური წარმოშობის მწერალს დიდი ბრიტანეთიდან, კაძუო ისიგუროს გადაეცა.
საქართველოს პირველ ოფიციალურ ვიზიტად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ეწვია. ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.
ერაყის სამთავრობო ძალებმა ხელში ჩაიგდეს ჰავიჯა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ბოლო ანკლავი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.