ირანში 4 სახელმწიფო ბანკის მთავარი ხელმძღვანელი პირები სამსახურებიდან გაათავისუფლეს, რაც მათი ხელფასების ფართოდ გახმაურებულ კრიტიციზმს უკავშირდება. ინფორმაციას BBC სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ირნაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
სამი მამაკაცი, რომელმაც სამშაბათ საღამოს სტამბულის ათათურქის აეროპორტში საზარელი თავდასხმა განახორციელა, ყველა ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაწილებიდან იყო. ამის შესახებ BBC თურქულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ანულირებას უკეთებს თურქეთთან ურთიერთობების შეზღუდვას. ამის შესახებ კრემლის პრეს სამსახური იუწყება.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თურქეთმა რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის ბოდიში მოიხადა, ამიტომ უახლოეს პერიოდში მოსკოვი, ორმხრივი თანამშრომლობის აღსადგენად ზომებს მიიღებ
ნატოს ქმედება რუსეთის საზღვრებთან, არსებულ სამხედრო პარიტეტს ძირს უთხრის, განაცხადა ვლადიმერ პუტინმა რუს დიპლომატებთან და მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
სტამბულის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა, აქედან 19 უცხოელია. საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება 94 დაშავებული.
"როიტერსის" ცნობით, თურქეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ეთნიკური ჩეჩენი ახმეტ ჩატაევია.
ლიტვის პონარის ტყეში გვირაბი აღმოაჩინეს, რომელიც მე–2 მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ დატყვევებული ებრაელი პატიმრების მიერ კოვზებით იყო გათხრილი.
ლონდონის ყოფილმა მერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის არ იბრძოლებს. "კოლეგებთან კონსულტაციების შემდეგ და პარლამენტში არსებული გარემოებების გამო, დავასკვენი, რომ ეს პერსონა არ შეიძლება, რომ ვიყო მე".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.