BBC-ს ცნობით, თურქეთის მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა სახელმწიფო დროშა დაშვებულია - ქვეყანამ დღევანდელი დღე გლოვის დღედ გამოაცხადა.
ვლადიმერ პუტინსა და რეჯეპ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც თურქეთისა და რუსეთის ლიდერები პირისპირ შეხვედრაზე შეთახმდნენ.
ბოლო მონაცემებით, სტამბულში, ათათურქის სახელობის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ტერაქტს 41 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილების რაოდენობა კი 230-ს აჭარბებს.
დიდი ბრიტანეთის აქციები და გირვანქა სტერლინგი "Brexit"–ის კენჭისყრის შემდეგ დაკარგულ პოზიციებს იბრუნებენ. სამშაბათს FTSE 100 –ის აქციების ინდექსი 2.6%–ით გაიზარდა და ადრე დილით ვაჭრობისას 1.8%–ით მაღლა იდგა და 6,253.07–ს შეადგენდა. FTSE 250 ინდექსი კი, რომელიც დიდი ბრიტანეთზე ფოკუსირებულ კომპანიებს მოიცავს, 1.1%–ით გაიზარდა. სამშაბათს ის 3.6%–ით მაღალ ნიშნულს მიუახლოვდა.
შემზარავი თავდასხმაა, სიტყვები არ მყოფნის მომხდარის აღსაწერად, - აღნიშნული განცხადება საქართველოში თურქეთის ელჩმა, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ გააკეთა.
თურქეთის ოფიციოზმა სტამბულის ათათურქის აეროპორტში გუშინ საღამოს მომხდარი ტერაქტისას მოკლული პირების იდენტიფიცირება მოახდინა.
ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში სამიტს დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის გარეშე განაახლებენ. სამშაბათს დევიდ ქამერონმა 27 წევრი ქვეყნის ლიდერებს უთხრა, რომ ვაჭრობა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი იქნება იმისდა მიუხედავად, რა იქნება მომავალში.
თურქეთის პრემიერ მინისტრის, ბინალი ილდირიმის განცხადებით, "აფეთქების ადგილზე აღმოჩენილი ყველა სამხილი მიუთითებს, რომ ტერორისტული აქტის უკან ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დგას". სააგენტო „ჰურიეტის“ ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ილდირიმმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
სტამბულის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა უკვე განაახლა. უცხოური მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრემიერ მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა აეროპორტში განაცხადა. პრემიერის განცხადებით, აეროპორტმა ავიარეისების მიღება და გაშვება უკვე დაიწყო.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სამშაბათს განაცხადა, რომ იგი ვერავითარ შანსს ვერ ხედავს იმისას, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შესაძლოა, რომ ბლოკში უკან დაბრუნდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.