დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის დატოვება-დარჩენის რეფერენდუმის პირველი შედეგების გამოცხადების შემდეგ, გირვანქა სტერლინგი დოლართან მიმართებაში დაეცა და გუშინ 1.50 -ს მიღწეული ნიშნულიდან 1.43-მდე ჩამოვიდა.
დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის დატოვებისა თუ ევროკავშირში დარჩენის შესახებ გამართული რეფერენდუმის შედეგებს ითვლიან. ამომრჩეველს მხოლოდ ერთ შეკითხვაზე - უნდა დარჩეს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში, თუ უნდა დატოვოს მან ევროკავშირი - მოუწია პასუხის გაცემა. ისტორიული რეფერენდუმის პირველი შედეგები უკვე ცნობილია.
51 ადამიანი გარდაიცვალა და ათეულობით დაშავდა სამხრეთ ჩინეთში ამინდის გაუარესების გამო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს.
პარლამენტმა 85 ხმით, ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელ მისიაში საქართველოდან სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნის თაობაზე.
დიდ ბრიტანეთში ისტორიული რეფერენდუმი ტარდება. ბრიტანელი ამომრჩეველი დღეს (23 ივნისი, 2016) გადაწყვეტს დარჩება თუ არა ქვეყანა ევროკავშირში. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათიდან 22:00 საათამდე იქნება გახსნილი.
ხუთშაბათს, 23 ივნისს დიდი ბრიტანეთი რეფერენდუმს მართავს. ამომრჩეველს მხოლოდ ერთ შეკითხვაზე - უნდა დარჩეს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში, თუ უნდა დატოვოს მან ეს გაერთიანება - მოუწევს პასუხის გაცემა. ევროკავშირის დატოვებისა თუ ევროკავშირში დარჩენის შესახებ გასამართ რეფერენდუმამდე რამდენიმე საათით ადრე ბრიტანელმა პოლიტიკოსებმა თავიანთი ბოლო საჯარო გამოსვლები დაასრულეს.
ისრაელი ნატოს შტაბ–ბინაში მისიას გახსნის. ებრაულ სახელმწიფოსა და ნატოს შორის უფრო ახლო თანამშრომლობა თურქეთსა და ისრაელს შორის წარმოშობილი მტრობის გამო დაიბლოკა, ახლა კი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას აქვს ადგილი. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს. სტატიის თარგმანს guardian.ge გთავაზობთ.
ხმის მიმცემთა რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დარეგისტრირდა დიდ ბრიტანეთში 23 ივნისის რეფერენდუმზე, სადაც გადაწყდება დარჩება თუ გავა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან. ქვეყნის საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ თითქმის 46.5 მილიონმა (46, 499, 537) ადამიანმა ხელმოწერით დაადასტურა 23 ივნისის რეფერენდუმში ხმის მიცემის სურვილი.
საბერძნეთში, სოუდას ყურეში, კუნძულ კრეტასთან ამერიკულ სამხედრო ავიამზიდზე „ჰარი ტრუმანი“ მაღალი რანგის სტუმრებისთვის სპეციალური მიღება გაიმართა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ, 2017 წლის იანვრის ბოლომდე ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსულ საინფორმაციო სააგენტოს, "რია ნოვოსტის" ევროკავშირის წარმომადგენელმა განუცხადა, რომელმაც ისურვა, მისი სახელი და გვარი არ დასახელებულიყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.