7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ეკვადორში, რომელმაც სულ მცირე 77 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მეზობელმა პერუმ მისი ჩრდილოეთის სანაპიროებზე ცუნამის საფრთხის გამო გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, იაპონიაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, დაშავებული კი ასობით ადამიანია.
ბელგიის ტრანსპორტის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. მას ამ ნაბიჯის გადადგმა მის მიმართ გამოთქმული იმ ბრალდებების გამო მოუწია, რომლის მიხედვითაც მან 22 მარტს ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ თავდასხმებამდე უსაფრთხოების ნორმებს გადაუხვია და მისი იგნორირება მოახდინა. ამის შესახებ BBC წერს.
მთიან ყარაბაღში ”შეხების ხაზზე” მორიგი ესკალაციის შედეგად აზერბაიჯანელი და სომეხი სამხედროები დაიღუპნენ.
უმაღლესი რადას თავმჯდომარე ანდრეი პარუბი რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების მომხრეა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეს განცხადება მან მან ერთ-ერთ უკრაინულ არხზე გამოსვლის დროს გააკეთა.
"დოიჩე ველეს" წარმომადგენლების მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რომელშიც 18 წლის და უფრო მეტი ასაკის მქონე გერმანიის 1 000-ზე მეტი მოქალაქე მონაწილეობდა, 78-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მათ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენა უნდათ. მხოლოდ 13 %-მა თქვა, რომ ბრიტანეთის კავშირიდან გასვლის მომხრეა.
უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისაგან ერთ მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს.
იაპონიის სამხრეთით, კუნძულ კიუსიუზე 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ BBC ავრცელებს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი არ განიხილება. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „პირდაპირი ხაზის“ დროს გააკეთა. .
აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთის ე.წ რესპუბლიკის დე ფაქტო საზღვარზე ორი ქართველი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ზუგდიდის მცხოვრებლები არიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.