ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-მა თურქეთიდან თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისა და დიპლომატების ოჯახების გაყვანის ბრძანება გასცა. როგორც მედია იტყობინება ამის მიზეზი უსაფრთხოების ზომებია.
კანადაში, კვიბეკის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე კუნძულზე მცირე ზომის კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნისას რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"დიახ, მე დავარღვიე პროკურორის ეთიკა, მაგრამ დავარღვიე ამ ტერმინის მათი გაგებით" - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურირის ყოფილმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩემი სიკვდილით ვერავინ მოიგებს. ჩემით შეიძლება, დაიწყოს გზა მშვიდობისკენ, ან ომისკენ" - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს წერილში, რომელიც მისმა ადვოკატმა, მარკ ფეიგინმა ტვიტერში დღეს განათავსა.
ეგვიპტური სამგზავრო ლაინერის გამტაცებელი დაკავებულია. გამტაცებელი თვითმფრინავიდან ხელებაწეული გამოიყვანეს. აღნიშნულ ინფორმაციას „როიტერსი“ ამ წუთებში ავრცელებს.
დავით საყვარელიძის უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლებას ოდესის გუბერნატორი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადესმა განაცხადა, რომ ეგვიპტის ავიახაზების თვითმფრინავის გატაცება არ იყო ტერორისტული შემთხვევა.
BBC-ის ინფორმაციით, კვიპროსის ლარნაკას აეროპორტში გამტაცებლის დაჟინებული თხოვნით, მისი ყოფილი მეუღლე მიიყვანეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უმაღლესმა რადამ უკრაინის გენერალური პროკურორის, ვიქტორ შოკინის გადადგომას დაუჭირა მხარი. შესაბამისი დადგენილების მომხრე 289 დეპუტატი იყო.
"პეტრო პოროშენკოს ბლოკმა" მმართველი კოალიცია დატოვა. ფრაქციამ უმაღლეს რადაში კოალიციაში წევრობის შეჩერება ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევამდე გადაწყვიტა. ამის შესახებ ფრაქციის დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.