პარიზის თავდასხმებში ეჭვმიტანილმა სალაჰ აბდესლამმა, როცა მას ჰკითხეს ბრიუსელში სამშაბათს მომხდარი აფეთქებების შესახებ, უარი თქვა პასუხის გაცემისაგან, - განაცხადეს ბელგიელმა პროკურორებმა.
ბელგიის ფედერალურმა პროკურატურამ სამშაბათს ბრიუსელის აეროპორტში ტერორისტული თავდასხმის განმახორციელებელი მეორე პირი დაასახელა. იგი ნაჯიმ ლაახრაოუია, რომლის დი-ენ-ეი, პარიზის გასული წლის ნოემბერში მომხდარი აფეთქებების ადგილებში აღმოაჩინეს.
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ „ფინანსთა მინისტრი“ მუსტაფა ალ-ყადული მოკლულია. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი დღეს ბელგიას და ევროკავშირს ისლამისტი სამხედროებისაგან მომდინარე საფრთხეებთან ბრძოლაში შემდგომ დახმარებას დაჰპირდა მას შემდეგ, რაც ბრიუსელში სამშაბათს თვითმკვლელი ტერორისტების მიერ აფეთქებები განხორციელდა და აშშ-ს ოფიციოზმა განაცხადა, რომ 31 გარდაცვლილს შორის ორი ამერიკელი იყო. ამის შესახებ Reuters -ი წერს.
ბრიუსელში, შხაერბეკის რაიონში, პოლიციამ ტერაქტებში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი სპეცოპერაციისას დაჭრა და დააკავა - "როიტერსის" ცნობით, ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებელი RTBF-ი ადგილობრივ მერზე დაყრდნობით იტყობინება.
ჟენევაში სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მიმდინარეობის პარალელურად, სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ხუთშაბათს მოსკოვში, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავარ მხარდამჭერთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების გასამართად იმყოფებოდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პოლიციამ პარასკევს, ტერორისტული აქტის განხორციელების "ადრეულ ეტაპზე" მამაკაცი დააპატიმრა. "დოიჩე ველეს" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბერნარდ კაზენუვემ თქვა, რომ ამ ეტაპზე არ იკვეთება მკაფიო კავშირები აღნიშნულ დაპატიმრებასა და ბრიუსელში სამშაბათს მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებს შორის.
ბელგიის პოლიციამ, სამშაბათს ქვეყნის დედაქალაქში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, რომელმა 31 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 300-სზე მეტი დააზიანა, ექვსი ადამიანი დააკავა. ამის შესახებ BBC წერს.
ბოსნიის ყოფილი სერბი ლიდერი რადოვან კარაჯიჩი 1992-95 წლებში გენოციდის ჩადენისა და სამხედრო დანაშაულობათა ბრალდებით გასამართლდა და 40 წლით პატიმრობა მიესაჯა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.