ტერეზა მეის გადაწყვეტილებამ დონალდ ტრამპის დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტად მოწვევის შესახებ, დედოფალი „ძალიან რთულ" მდგომარეობაში ჩააყენა, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო ოფისის ხელმძღვანელმა.
„The Times"-ში გამოქვეყნებულ წერილში ლორდმა რიკეტსმა განაცხადა, რომ შეთავაზება „უმწიფარი" იყო.
დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტის გაუქმების პეტიციას უკვე 1.6 მილიონმა ადამიანმა მოაწერა ხელი.
ორშაბათს, ათასობით ადამიანი შეიკრიბა დიდ ბრიტანეთში ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკისადმი პროტესტის გამოსახატავად.
სადავო საემიგრაციო ზომებს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საგანგებო დებატებიც მოჰყვა.
ლორდმა რიკეტსმა, რომელიც 2006 წლიდან 2010 წლამდე საგარეო ოფისის მუდმივი მდივანი იყო, განაცხადა, რომ უპრეცედენტოა შემთხვევა, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი თეთრ სახლში შესვლის პირველივე წელს იყოს სახელმწიფო ვიზიტად მოწვეული.
მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ის, რომ „განსაკუთრებულად იმსახურებს თუ არა გამონაკლის პატივისცემას" ტრამპი.
„გაცილებით უფრო ბრძნული იქნებოდა დავლოდებოდით რა სახის პრეზიდენტად შეიძლება წარმოჩნდეს იგი, სანამ რჩევას მივცემდით დედოფალს მისი მოპატიჟების თაობაზე.
„ახლა დედოფალი ძალიან რთულ პოზიციაშია ჩაყენებული", - თქვა მან.
ჯერჯერობით სახელმწიფო ვიზიტის თარიღი არ გამოცხადებულა. მსგავსი სახის ღონისძიებები ხშირად მოიცავს დედოფლის მასპინძლობით ბუკინგემის სასახლეში დარჩენას.
ყოფილმა საგარეო მდივანმა, უილიამ ჰეიგმა განაცხადა, რომ დედოფალს წარსულში მასპინძლობა გაუწევია „ტირანებისთვის", ისეთი „ტირანებისთვის", როგორიც რუმინეთის ყოფილი ლიდერი ნიკოლაე ჩაუშესკუ იყო და თავს გაართმევს „დიდი ძალისხმევის გარეშე" „თავხედ მილიარდერს ნიუ-იორკიდან".
„დეილი ტელეგრაფში" ჰეიგი წერს: „უმრავლესობა ჩვენგანი არ ვეთანხმებით მის მიერ ათი დღის განმავლობაში გატარებულ პოლიტიკას. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი მთავრობა უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი, რომელსაც ყველაზე მოსალოდნელია რომ მან მოუსმინოს. ყველა ამერიკელი თავისი რწმენისა და შეხედულების მიუხედავად, ჩვენს ყველაზე ახლო მეგობრებს შორისაა. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ ვთხოვთ პრეზიდენტს, გვესტუმროს. ჩვენ არ ვაუქმებთ მოპატიჟებას".
პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის ოფისმა განაცხადა, რომ იგი ძალიან ბედნიერი იყო დედოფლის სახელით დაეპატიჟა ტრამპი. ტრამპმა მეისგან დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტად მიპატიჟება ვაშინგტონში პრემიერ მინისტრის სტუმრობის დროს მიიღო.
მეი დიდ ბრიტანეთში ზეწოლის ქვეშ იყო, რადგან ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკაზე განცხადება მალევე არ გააკეთა, მან თურქეთში ვიზიტის დროს ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას რამდენჯერმე აარიდა თავი. მოგვიანებით კი, „დაუნინგ სთრითმა" გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრემიერ მინისტრი ტრამპის საპრეზიდენტო ბრძანებას „არ ეთანხმება".
„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, ჯერემი კორბინმა განაცხადა, რომ „იმ დროს, როდესაც იგი შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს საერთო ღირებულებებს თავისი მუსლიმების სამარცხვინო აკრძალვით და თავს ესხმის ლტოლვილებსა და ქალთა უფლებებს" ტრამპის დიდ ბრიტანეთში ვიზიტს არ უნდა მივესალმოთ.
ტრამპის ახალი საპრეზიდენტო ბრძანება 7 მუსულმანური ქვეყნის - ირანის, ერაყის, სირიის, იემენის, სუდანის, სომალის და ლიბიის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლას უზღუდავს.
შეერთებულ შტატებში 90 დღის განმავლობაში ვერ შევლენ აღნიშნული 7 ქვეყნის ის მოქალაქეებიც, რომელთაც ორმაგი მოქალქეობა გააჩნიათ. იმისათვის, რომ მათ აშშ-ში შესვლა შეძლონ, ემიგრანტის ან არაემიგრატნის ვიზა უნდა იყოს გაცემული.
შეზღუდვა ამერიკის მოკავშირე ქვეყნების, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის ორმაგ მოქალქეებსაც ეხებათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIANGE – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა.