რეჯეფ თაიფ ერდოღანი ყურის კრიზისის მოგვარების მიზნით ყატარში და საუდის არაბეთში ჩადის
18-07-2017, 05:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ივლისში ყატარს და საუდის არაბეთს ესტუმრება მას შემდეგ რაც საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა დოჰასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს და მას ულტიმატუმები წაუყენეს.

 


სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, ერდოღანი 23-24 ივლისის ტურის ფარგლებში ასევე ეწვევა ქუვეითსაც - ყატარის კრიზისის მთავარ შუამავალ ქვეყანას.

 


თურქეთი მთავარი მოკავშირეა ყატარის, რომელიც ყურის მისმა მეზობლებმა ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით, რასაც დოჰა კატეგორიულად უარყოფს, დიპლომატიურ და ეკონომიკურ იზოლაციაში მოაქციეს.

 

 

კრიზისმა თურქეთი დელიკატურ პოზიციაში მოაქცია, რადგან ყატარი ყურეში მისი ძლიერი მოკავშირეა და ანკარა ფრთხილობს მეტისმეტად არ გააღიზიანოს და მტრად არ გაიხადოს მთავარი რეგიონული მოთამაშე საუდის არაბეთი, თუმცა მიუხედავად ამისა, თურქეთის პრეზიდენტმა ყატარის მისი მეზობელი სახელმწიფოებისაგან იზოლირება ისლამური ღირებულებების დარღვევად და „სიკვდილით დასჯის“ მსგავს ქმედებად გამოაცხადა, რაც ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ჩარევა იყო კრიზისში მას შემდეგ, რაც ანკარას მძლავრ მოკავშირესთან, ყატართან, ოთხმა არაბულმა სახელმწიფომ - საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, ბაჰრეინმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა დოჰას მიერ ტერორისტების და „მუსულმანთა საძმოს“ და შიიტური ირანის მხარდაჭერის ბრალდებით დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გამოაცხადეს და მასზე მკაცრი ეკონომიკური სანქციები დააწესეს.

 

 

ოთხმა არაბულმა სახელმწიფომ მოგვიანებით დოჰას მიმართ ულტიმატუმი გამოსცა და მისგან „ალ ჯაზირას“ ტელევიზიის დახურვა, ირანთან კავშირების შეზღუდვა, თურქული ბაზის დახურვა და კომპენსაციის გადახდაა მოთხოვნილი, რასაც ყატარი არ დათანხმდა.

 


ყატარი უარყოფს, რომ ის მხარს უჭერს ისლამისტ მებრძოლებს და შიიტურ ირანს, ყურის სუნიტური არაბული მონარქიების ძველ რეგიონულ მტერს.

 


„ძალიან დიდი შეცდომა იქნა დაშვებული ყატართან დაკავშირებით; სახელმწიფოს იზოლირება ყველა მიმართულებით, არაჰუმანური და ისლამური ღირებულებების საწინააღმეგოა. ეს ყატარისთვის სიკვდილით დასჯის გამოცხადების მსგავსი რამაა“, უთხრა ერდოღანმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ანკარაში და დაამატა:

 

 

„ყატარმა, თურქეთთან ერთად ყველაზე გადამწყვეტი პოზიცია აჩვენა ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ჩირქის მოცხების კამპანიით ყატარის მსხვერპლად შეწირვა არავითარ მიზანს არ ემსახურება“.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ყატარი - ისევე როგორც მისი იზოლაციაში მომქცევი ქვეყნები, განსაკუთრებით კი საუდის არაბეთი - ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული მოკავშირეა და ყატარში, ალ უდეიდის საჰაერო ბაზაზე აშშ-ის და კოალიციის 11 000-ზე მეტი სამხედროა განლაგებული, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვიან, პრეზიდენტი ტრამპი დაუყოვნებლივ მიესალმა 4 სახელმწიფოს მიერ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, თუმცა მოგვიანებით სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი დოჰასადმი სანქციების შერბილების ინიციატივით გამოვიდა.

 

 

ნავთობით მდიდარი ყატარი, რომელიც დიპლომატიურ სკანდალამდე თავისი სამეზობლოს დიდი არაბული სახელმწიფოებიდან ახდენდა კვების პრდუქტების 80%-ის შემოტანას, საკვებით უზრუნველყოფის საკითხზე მოლაპარაკებებს ირანთან და თურქეთთან აწარმოებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი