საზოგადოება

საქართველოს პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციები გრძელდება. 

სრულად...

დღეს, ლიბერთი ბანკსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. რომლის თანახმად, ლიბერთი ბანკი, მჭიდროდ ითანამშრომლებს გაეროს მოსახლეობის ფონდთან ხანდაზმული (60+) მოსახლეობის ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების ხელშეწყობისა და გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების მიმართულებებით. თანამშრომლობის მიმართულებები მოიცავს:

სრულად...

გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. თბილისის მერიისა და ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ონლაინკონფერენციაში მონაწილეობა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ და მერის მოადგილე მაია ბითაძემ მიიღეს. 

სრულად...

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 77 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

სრულად...

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე უახლოვდება სტაციონარში მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების რიცხვს, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ. 

სრულად...

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა, შესაბამისად გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 275-მდე გაიზარდა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდი, stopcov.ge ავრცელებს.

სრულად...

საქართველო ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფის (Pompidou Group) წევრი ქვეყანა გახდა. საქართველოს „პომპიდუ ჯგუფში“ გაწევრების შესახებ ინფორმაცია ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

სრულად...

სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანიის მეორე ეტაპი გრძელდება. მარტოხელა ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების დახმარების აქციაში კომპანია „არქისთან“ ერთად,  მონაწილეობა „ვისოლ ჯგუფმა“ კიდევ ერთხელ მიიღო. კამპანიაში ასევე, ჩაერთნენ „გრადა“ და „ქართული სამართლის ჯგუფი“. 

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტს ევროპის საბჭოს ოფისისგან უსასყიდლოდ გადაეცა 20 პულსოქსიმეტრი, 200 ლიტრი ზედაპირების დასამუშავებელი სადეზინფექციო ხსნარი, სამედიცინო ბახილები და ქუდები. აღნიშნული დახმარების მიზანია დროებითი მოთავსების იზოლატორებში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია და დაკავებულ პირთათვის ეფექტიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება.

სრულად...

თუ ეს მართალია, ეს ნიშნავს ქვეყნის დასასრულს, - ასე გამოეხმაურა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მედიასთან საპატრიარქოში სექსუალური შევიწროების ფაქტებზე აუდიოჩანაწერის გასაჯაროების ფაქტს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი