სპორტი

დიდი ბრიტანეთის საჰაერო შემთხვევების საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ იმ თვითმფრინავის ნამსხვრევში, რომელსაც ფეხბურთელი ემილიანო სალა გადაჰყავდა, ნაპოვნია ცხედარი და ახლა ის პოლიციასთან და სალასა და მფრინავ დევიდ იბოტსონის ოჯახებთან კონსულტაციების ფონზე მოქმედების შემდგომ ნაბიჯებს განიხილავს.

სრულად...

რაგბის ექვსი ერის მატჩი დაიწყო პარიზში პარასკევ ღამით და გახსნითი შეხვედრა მასპინძლებს -ფრანგებსა და უელსის ნაკრებს შორის გაიმართა, რომელიც საფრანგეთის დამარცხებით დასრულდა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალებში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალებში ძიუდოს ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში ერთმანეთს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები შეეჯიბრნენ.

სრულად...

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ახალი რეკორდი დაამყარა.

სრულად...

დღეს, 12:30 საათზე, ბუდაპეშტში ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. ასპარეზობაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ. საქართველოს ღირსებას დღეს ოთხი სპორტსმენი იცავს – ბექა ლომთაძე (61 კგ.), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.), სანდრო ამინაშვილი (86 კგ.) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ.)

სრულად...

თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე უეფას ერთა ლიგის მატჩში საქართველოსა და ანდორის ეროვნულ გუნდებს შორის შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

სრულად...

პეკინში ჩინეთის პირველობის ფინალი,  ნიკოლოზ ბასილაშვილის ტრიუმფით დასრულდა. მან ტურნირის პირველი ნომერი და მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო საათსა და 41 წუთში ორ სეტში დაამარცხა – 6:4, 6:4.

სრულად...

პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე შერეული ორთაბრძოლების უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ქართველ სპორტსმენს, მერაბ დვალიშვილს შეხვდა. მერაბ დვალიშვილი ერთადერთი მებრძოლია, ვინც აშშ-ში, შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონატის (UFC) უმაღლეს ლიგაში ქართული დროშით ასპარეზობს. ბოლო გამარჯვება მან 15 სექტემბერს მოიპოვა, როცა რთულ ორთაბრძოლაში ამერიკელი მეტოქე, ტერიან უორი დაამარცხა.

სრულად...

გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონია. თუშიშვილმა ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე (+100 კგ.) ოთხი ბრძოლა მოიგო. დღის პირველ შეხვედრაში მან რუმინელი დანიელ ნატეა დაამარცხა, მეორე დაპირისპირებაში კი, უკრაინელ იაკივ ხამოს აჯობა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი