მსოფლიო

ლონდონში მომხდარი თავდასხმებისას, რასაც დიდი ბრიტანეთის პოლიციამ „ტერორისტული ინციდენტი“ უწოდა, მოკლულია 4, ერთ-ერთი მათგანი პოლიციელი, და დაზიანებები აქვს მიღებული 40 ადამიანს, მათ შორის 3 პოლიციელს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. თავდამსხმელი თავდაპირველად ცენტრალურ ლონდონში, ავტომანქანით ვესტმინისტერის ხიდზე ფეხით მოსიარულეებს დაეტაკა, შემდეგ პარლამენტის შენობასთან უიარაღო პოლიციის ოფიცერი, 48 წლის ქეით პალმერი დანით სასიკვდილოდ დაჭრა, სანამ პოლიცია მის ადგილზე ლიკვიდაციას მოახდენდა. 

სრულად...

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ზოგიერთი ქვეყნიდან შემომავალ ფრენებზე თვითმფრინავის ბორტზე პორტატული კომპიუტერების (ლეპტოპების) ატანის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

სრულად...

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გააფრთხილა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც გერმანიის ოფიციალურ პირებს ნაცისტებს ადარებს, შეჩერდეს.

სრულად...

FBI-ის ხელმძღვანელმა ჯეიმს კომიმ საჯაროდ უარყო „რესპუბლიკელების“ მტკიცება, რომ შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაქ ობამა აწარმოებდა დონალდ ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის მოსმენებს და დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება ტრამპის კამპანიასა და რუსეთს შორის ნებისმიერი ფარული შეთანხმების შესახებ.

სრულად...

პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი მომავალ ოთხშაბათს ოფიციალურად გაუგზავნის შეტყობინებას ბრიუსელს იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთი ტოვებს ევროკავშირს.

სრულად...

სირიის უსაფრთხოების ძალები დედაქალაქ დამასკოს აღმოსავლეთ გარეუბანში სასტიკ ბრძოლებში არიან ჩართული მეამბოხეებთან. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ქალაქის მცხოვრებლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...

როკ-ენ-როლის ლეგენდა ჩაკ ბერი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. აშშ-ის შტატ მისურის სეინტ ჩარლზის საგრაფოს პოლიციის ცნობით, მომღერალი შაბათს დაახლოებით 13:00 საათისთვის გრძნობადაკარგული იპოვეს.

სრულად...

პარიზის ორლის აეროპორტში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, მას შემდეგ რაც მან ჯარისკაცის იარაღი მიიტაცა. იგი უსაფრთხოების ძალებმა მაღაზიაში ჩაცხრილეს იმის შემდეგ, რაც მან აეროპორტის სამხრეთ ტერმინალში ცეცხლსასროლი იარაღის ხელში ჩაგდება მოახერხა. 

სრულად...

იემენის სანაპიროს ბაბ ალ-მანდების სრუტის სიახლოვეს, გემს, რომელსაც სომალელი ლტოლვილები გადაჰყავდა, ვერტმფრენიდან ცეცხლი გაუხსნეს, რასაც 42 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები ემსხვერპლნენ. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ფოტოებზე ნაჩვენებია ხომალდზე დაყრილი და მიმოფანტული ცხედრები.

სრულად...

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ ორივეს, მისი და გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის სატელეფონო საუბრები ობამას ადმინისტრაციის მიერ ისმინებოდა და კანცლერ მერკელს უთხრა, რომ „სულ მცირე ჩვენ რაღაც გვაქვს საერთო, შესაძლოა“.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი