მსოფლიო

რუსეთი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ბრალდებები, რომ მან აწარმოა ჰაკერული კამპანია ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად, „კუდიანებზე ნადირობის გამხსენებელია“.

სრულად...

ირანის ისლამური რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის ალი აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის გარდაცვალების გამო ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა. სამშაბათი, რაფსანჯანის დასაფლავების დღე, მთავრობამ უქმედ გამოაცხადა. ყოფილ პრეზიდენტს თეირანში დაკრძალავენ.

სრულად...

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ მან რჩევა მისცა მის შემცვლელს, დონალდ ტრამპს არ ეცადოს თეთრი სახლის მართვას „იმ გზით, რითაც შენ შეიძლება მართო ოჯახური ბიზნესი“. ABC-ის ახალ ამბებთან ინტერვიუში ობამამ თქვა, რომ ტრამპმა „პატივი უნდა სცეს“ შეერთებული შტატების ინსტიტუტებს.

სრულად...

ირანის ყოფილი პრეზიდენტი ალი აქბარ ჰაშემი რაფსანჯანი, 1980-იანი წლების შემდეგ ქვეყნის პოლიტიკაში წამყვანი პოლიტიკური ფიგურა, 82 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ავრცელებს.

სრულად...

პოლიციამ იერუსალიმში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ეჭვმიტანილი ტერორისტი, რომელიც სატვირთო ავტომანქანით ფეხით მოსიარულეთა, ჯარისკაცების ჯგუფში, შევარდა, რის შედეგადაც სულ მცირე 15 ადამიანი დაშავდა.

სრულად...

გერმანიის სიმტკიცემ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე ევროზონაში, ევროპა უფრო დაყოფილი დატოვა და ევროკავშირის დაშლა უკვე აღარ არის წარმოუდგენელი, - განუცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა სიგმარ გაბრიელმა ჟურნალ „შპიგელს“ (Der Spiegel).

სრულად...

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ აზაზში მომხდარ აფეთქებას 48 ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო "როიტერსი"  სირიის ადამიანის უფლებების დაცვის მეთვალყურეობის ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს. 

სრულად...

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობდა დონალდ ტრამპის დახმარებას გაემარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, - ნათქვამია შეერთებული შტატების სადაზვერვო ანგარიშში.

სრულად...

ფლორიდის ფორტ ლოდერდეილის აეროპორტში მარტო მოქმედმა შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით 5 ადამიანი მოკლა, დაზიანებები აქვს მიღებული 8 ადამიანს.

სრულად...

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სადაზვერვო სამსახურების მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან შეხვედრამდე, რომლის მიზანია ტრამპისათვის ანგარიშის მოხსენება რუსეთის მიერ ამერიკის არჩევნებში ჩარევის თაობაზე, საკამათოდ ქცეული რუსული ჰაკერული ჩარევა, „ნიუ იორკ თაიმსთან“ სატელეფონო ინტერვიუს დროს „პოლიტიკურ კუდიანზე ნადირობად“ შეაფასა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი