მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მემარცხენე ფრთის ვეტერანი პარლამენტარი, ჯერემი კორბინი გახდა. მან დღეს გამართულ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. კორბინმა 422,664 საერთო ამომრჩევლიდან 251,417 ხმა მიიღო, რამაც 59.5% შეადგინა.

სრულად...

მუსულმანთა წმინდა ქალაქ მექას მეჩეთში ამწე-კრანის ჩამოშლას სულ მცირე 107 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 230 კი დაშავებულია.

სრულად...

თურქეთის შიანაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქ სიზრში სამხედროებსა და ქურთ მებრძოლებს შორის შეტაკებების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა.

სრულად...

უნგრეთის მთავრობა სერბეთის საზღვარზე პოლიციის დასახმარებლად სამხედროების გაგზავნას გეგმავს. BBC -ის ცნობით, სერბეთიდან უნგრეთში ყოველდღიურად ათასობით მიგრანტი გადადის, რის გამოც უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება სასაზღვრო რეგიონში გაუარესებულია.

სრულად...

ევროპაში ლტოლვილების სახით „ისლამური სახელმწიფოს“ 4 ათასმა მებრძოლმა შეაღწია. Sunday Express-ის ცნობით, რომელსაც ისლამისტების ანონიმური წყაროს ინფორმაცია მოჰყავს, „ევროპაში მებრძოლთა გადასროლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა“.

სრულად...

რუმინეთის დედაქალაქის ბუქარესტის მერი, 63 წლის სორინ ოპრესკუ ქვეყნის სამართალდამცველებმა სახლში დააკავეს. BBC -ის ცნობით, სორინ ოპრესკუს გამოძიება ბრალს სდებს საჯარო პროექტებზე მომუშავე კომპანიებისგან, 10%-იანი წილის ქრთამის სახით მიღებაში.

სრულად...

საბერძნეთის სანაპიროებს მიგრანტების მორიგი ნაკადი მიუახლოვდა. BBC-ის ცნობით, 4 200 თავშესაფრის მაძიებელი ორი გემით პირეოსის პორტისკენ გაემგზავრა. პარალელურად დღეს ათენში მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა უნდა გაიმართოს.

სრულად...

პარიზში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. სააგენტო "ფრანს-პრესის" ცნობით, ორი მათგანი ხანძრის გამო ფანჯრიდან გადახტა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანია.

სრულად...

ბაქოს სასამართლომ რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტს ხადიჯა ისმაილოვას შვიდნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. BBC -ის ცნობით, მას გადასახადების თავიდან არიდებაში, უკანონო მეწარმეობაში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და ცილისწამებაში ადანაშაულებენ. თავად ჟურნალისტი მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს და მათ უსაფუძვლოს უწოდებს.

სრულად...

კიევში გუშინ მომხდარი შეტაკების შედეგად დაშავებული ეროვნული გვარდიის კიდევ ერთი წევრი გარდაიცვალა. მესამე მსხვერპლის შესახებ დეპუტატი ოლგა ბოგომოლეცი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი