მსოფლიო

უკრაინის დედაქალაქში უმაღლეს რადასთან შეტაკებები შეწყდა. "უნიანის" ცნობით, ამის შესახებ კიევის პოლიციის პრესსამსახური იტყობინება.

სრულად...

მამაკაცმა, რომელმაც ტელეკომპანია WDBJ7-ის ჟურნალისტი და ოპერატორი მოკლა, დანაშაული აღიარა, მოგვიანებით კი თავი მოიკლა. BBC -ის ცნობით, თავდამსხმელი აფროამერიკელი, ვესტერ ფლენეგანია. მან ფაქსით წერილი გაუგზავანა "ეიბისი ნიუსს" და განაცხადა, რომ მკვლელობის მიზეზი ჟურნალისტების მიერ გაკეთებული რასისტული განცხადებები გახდა.

სრულად...

ვირჯინიის შტატში პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს ორი ჟურნალისტი მოკლეს. ამის შესახებ BBC იტყობინება. დაღუპულები არიან ტელეკომპანია WDBJ7-ის ჟურნალისტი, 24 წლის ელისონ პარკერი და ოპერატორი, 27 წლის ადამ უარდი.

სრულად...

ირლანდიაში, დუბლინის საერთაშორისო აეროპორტში გაჩენილი ხანძრის გამო ყველა რეისი გადადებულია.  ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული "ტელეგრაფი" ავრცელებს.

სრულად...

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. არჩევნების თარიღად 1 ნოემბერი გამოცხადდა.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს ჯიმი კარტერს ტვინში კიბო აღმოაჩნდა. როგორც სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, კიბო ტვინის უჯრედებში გავრცელდა, რის გამოც რადიაციული მკურნალობა დაიწყო და ახლა მისი "ბედი ღმერთის ხელშია".

სრულად...

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა "ნახევრად ომის მდგომარეობა" გამოაცხადა. მან ქვეყნის არმიას ომისთვის მზადყოფნის ბრძანება მისცა. ამის შესახებ BBC ჩრდ. კორეის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნული გადაწყვეტილება კიმ ჩენ ინმა მას შემდეგ მიიღო, რაც სამხრეთ კორეის საზღვართან გუშინ ორმხრივი სროლა მოხდა.

სრულად...

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში აფეთქება მოხდა. BBC-ის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქის ცენტრში მდებარე ტაძართან გააქტიურდა. დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი, 20-ზე მეტი კი დაშავდა.

სრულად...

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ჯიმი კარტერს სიმსივნე აქვს. ამერიკული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია თავად კარტერმა დაადასტურა. მისი თქმით, ღვიძლის ოპერაციის დროს ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მას სიმსივნე აქვს და მეტასტაზები სხვა ორგანოებზეც ვრცელდება.

სრულად...

ჩინეთის ჩრდილოეთ რეგიონში, ქალაქ ტიანძინში მომხდარ ორ ძლიერ აფეთქებას 44 ადამიანი შეეწირა, 500-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი