მსოფლიო

ინდონეზიაში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 141-მდე გაიზარდა.

სრულად...

საბერძნეთი დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდს ვალს არ გადაუხდის, - ამის შესახებ საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა, იანის ვარუფაკისმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters -ი ავრცელებს. ათენს დღეს ბოლო დღე აქვს იმისათვის, რომ 1,6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი გადაუხადოს სავალუტო ფონდს.

სრულად...

ოფიციალურმა ათენმა დღის ბოლომდე საერთაშორისო სავალუტო ფონდს მილიარდ ექვსასი მილიონი ევრო უნდა დაუბრუნოს.

სრულად...

ინდონეზიაში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით,  30 ადამიანი დაიღუპა.

სრულად...

ტუნისის საკურორტო ქალაქ სუსიში ტურისტებით სავსე ორ სასტუმროზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 30-ს მიაღწია. შემთხვევის ადგილზე ერთ-ერთი შეიარაღებული პირი პოლიციამ მოკლა.

სრულად...

86 წლის ასაკში რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ევგენი პრიმაკოვი გარდაიცვალა. რუსული მედიის ცნობით,  პრიმაკოვის ოჯახის წევრებს და ახლობლებს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიუსამძიმრა.

სრულად...

ერევანში ელექტროენერგიის გაძვირების გამო დაწყებული საპროტესტო აქციები გრძელდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წუხანდელმა ღამემ ექსცესების გარეშე ჩაიარა.

სრულად...

ერევანში აქციის დაშლის დროს 20-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 პოლიციელი, 7 კი დემონსტრანტია. მათი ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნაწილს კი სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

სრულად...

თურქეთის ყოფილი პრეზიდენტი, სულეიმან დემირელი 90 წლის ასაკში, ანკარის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება. ბოლო პერიოდში ის სასუნთქი გზების მწვავე ინფექციას ებრძოდა.

სრულად...

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი, კირილ გაბურიჩი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ "ევრონიუსი" იტყობინება. "მე არ ვარ პოლიტიკოსი,  მე ვარ მენეჯერი, ქვეყანას კი პოლიტიკური სისტემის ცვლილება სჭირდება", - განაცხადა მან.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი