განათლება

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ბორჯომში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც 2022 წლის სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს და სტრატეგიული დაგეგმარების საკითხებზე იმსჯელეს.

სრულად...

საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფება, ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებელთა 5,8%-სა და მოსწავლეების 2,1%-ს დაუდასტურდა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

GUARDIAN.GE - თეა გიგიტაშვილმა აშკალის საჯარო სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად მუშაობა 2009 წელს დაიწყო. წალკის მუნიციპალიტეტის ეთნიკურად სომხებით დასახლებულ სოფელს იგი 13 წლის წინათ პირველად, ბორჯომის ხეობის გავლით, 7 წლის შვილთან ერთად ესტუმრა და თავიდან საკმაოდ უცნაურადაც კი მოეჩვენა მოტიტვლებული, ალპური ზონა, განსხვავებული სახლები და გარემო.

სრულად...

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსის სრული რეაბილიტაცია დაიწყება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სრულად...

უნივერსიტეტისთვის სრულიად ახალ პერსპექტივას ქმნის ისტორიული პროექტი - ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ახალი ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში საქართველოს ასოცირება, რომელსაც სულ ახლახან საზეიმოდ მოეწერა ხელი ბრიუსელში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სრულად...

სტატუსის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის 2022 წლის ზაფხულში საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდა ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორის, ვაჟა ზურნაჩიანის განცხადებით, სკოლაში და ზოგადად სოფელში კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა და ვირუსის გავრცელება მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ სწავლის პროცესი საკლასო ოთახებში მიმდინარეობდეს.

სრულად...

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ისტორიული მნიშვნელობის პიროვნება და უაღრესად დიდი ქველმოქმედი, შესაბამისად, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში აუცილებლად ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი.

სრულად...

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა NATO-ს მთავარ მეცნიერთან (NATO Chief Scientist) და NATO-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის საბჭოს (STO) თავმჯდომარესთან, დოქტორ ბრაიან უელსთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვი. ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 108 სკოლა და 369 ცალკეული კლასი. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი