უფრო მეტი

შეიარაღებულმა მამაკაცებმა ექვსი ადამიანი მოკლეს, მათ შორის მღვდელი, ბურკინა ფასოს ჩრდილოეთ ნაწილში, ეკლესიაში საზეიმო წირვის მიმდინარეობისას, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.

სრულად...

სამმა შეიარაღებულმა მამაკაცმა პაკისტანის პროვინცია ბალოჩისტანში ხუთვარსკვლავიან სასტუმროზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც მოკლულია სულ მცირე ერთი ადამიანი, იუწყება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.

სრულად...

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ მისი გადადგომის თარიღის შესახებ შესაძლოა რამდენიმე დღეში გამოაცხადოს, იუწყება BBC მაღალი რანგის „კონსერვატორი“ დეპუტატის, სერ გრემ ბრეიდის განცხადებაზე დაყრდნობით.

სრულად...

ირანთან დაძაბულობის გაზრდის შემდეგ შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა „პატრიოტს“ და სამხედრო ხომალდს აგზავნის. ოფიციოზის განცხადებით, „The USS Arlington“-ი, რომელიც თვითმფრინავების და ზღვიდან ასაფრენი სხვა სატრანსპორტო საშუალებების ტრანსპორტირებას ემსახურება, „USS Abraham Lincoln“-ის მოიერიშე ჯგუფს შეუერთდება ყურეში.

სრულად...

ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებაში ცალკეული პირების მიერ სოლოლაკისა და ბოტანიკური ბაღის დამაკავშირებელი გვირაბის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და ცილისწამება ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც, ასევე მიზნად ისახავს ჩვენი თავდაცვის ძალების რეპუტაციის დაზიანებას, აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) ოფიციალურად ჩაერთო. მეოთხე როტაციის გახსნის ცერემონიალს ვაზიანში, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

სრულად...

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორჯერ უფრო მეტად გაზარდა ტარიფები 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქტებზე. კერძოდ, ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, ჩინურ საქონელზე ტარიფები 10%-დან 25%-ამდე გაიზარდა და ეს იმ ფონზე მოხდა, როდესაც აშშ-ში ჩასული მაღალი რანგის ოფიციალური პირებისაგან შემდგარი ჩინური დელეგაცია ამერიკულ მხარესთან დონალდ ტრამპის მიერ გასულ კვირას დაანონსებული ტარიფების გაზრდის შესაჩერებლად და სავაჭრო შეთანხმების გადასარჩენად მოლაპარაკებებს მართავდა.

სრულად...

9 მაისს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 74 წელი გავიდა. მთავრობის წევრებმა უცნობი ჯარიკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთმა სავაჭრო მოლაპარაკებებში „შეთანხმება დაარღვია“. აღნიშნულმა განცხადებამ ვაშინგტონსა და პეკინს შორის მოლაპარაკებების წინ მტრობა გააძლიერა.

სრულად...

ირანი 2015 წელს დადებული საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების მთავარი ვალდებულებებიდან გამოვიდა მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ აღნიშნული შეთანხმება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დატოვა. პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ თეირანი შეინარჩუნებს გამდიდრებული ურანის მარაგებს ქვეყანაში და არ გაყიდის მას საზღვარგარეთ. იგი ასევე დაიმუქრა, რომ 60 დღეში უფრო გამდიდრებული ურანის პროდუქციის წარმოებას განაახლებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი