უფრო მეტი

ტაივანი პირველი ქვეყანა გახდა აზიაში, რომელმაც ერთი და იგივე სქესის ადამიანების ქორწინება დააკანონა. აღნიშნული გადაწყვეტილება პარასკევს გამართულ კენჭისყრაზე პარლამენტმა მიიღო.  

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის ახალი საიმიგრაციო სისტემის გეგმის არსებით ნაწილზე ისაუბრა, რომელიც უფრო ახალგაზრდა, უკეთესი განათლების მქონე და ინგლისურად მოსაუბრე იმიგრანტებისადმი კეთილგანწყობას და მხარდაჭერას უსვამს ხაზს.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალებს 57 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია IV მექანიზებულ ბრიგადაში გმირთა მემორიალთან გაიმართა.

სრულად...

მიმდინარე წლის 15 მაისს არასამსახურეობრივ ვითარებაში საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე პაატა ჩხაიძე. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული საქართველოს თავდაცვის ძალების გუნდი „არმია“ მინი ფეხბურთში ბიზნეს ჩემპიონთა ლიგის ოქროს ლიგის ფინალში გავიდა.

სრულად...

ალაბამას კანონმდებლებმა აბორტის აკრძალვას მხარი დაუჭირეს და თუკი შტატის „რესპუბლიკელი“ გუბერნტორი კეი ივი ხელს მოაწერს დოკუმენტს, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მკაცრი კანონი იქნება, რომელიც ამ მიმართულებით მოქმედებს, რადგან შტატის სენატმა კანონპროექტისთვის მხარდაჭერისას უარი განაცხადა მასში ცვლილებების შეტანაზე, რომელიც გამონაკლისებს დაუშვებდა გაუპატიურებისა და ინცესტის შემთხვევებისას.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის, რიგითი ვლადიმერ მახათაძის ოჯახს მიუსამძიმრა და მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა. 

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა სლოვაკეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა. 

სრულად...

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) სტრატეგიული კომუნიკაციების საერთაშორისო კურსს მასპინძლობს. 

სრულად...

მიანმარელმა მფრინავმა თვითმფრინავი წინა ბორბლების გარეშე უსაფრთხოდ დასვა მას შემდეგ, რაც დაშვების მექანიზმი არ ამოქმედდა. „მიანმარის ეროვნული ავიახაზების“ თვითმფრინავი მანდალაის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე წინა ბორბლების გარეშე დაშვებისას სრიალით მიდიოდა, ვიდრე შეჩერდებოდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი