თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალებში მოსამსახურე პირები, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები, დაჭრილი და დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახის წევრები საგანმანათლებლო, კულტურულ თუ სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა პრივილეგიითა და შეღავათით სარგებლობენ.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალებში საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი „3X3“ კალათბურთში დაიწყო. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტურნირის მონაწილეებს სპორტულ ასპარეზობაში წარმატება უსურვა და ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის თავგანწირვაზე ისაუბრა. ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით, ასევე მიმართა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ. 

სრულად...

გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეულ პარტიულ მედიასაშუალებებში აბსურდულ და მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების მოტყუებას, სამთავრობო უწყებების დისკრედიტაციასა და ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებას, - ამის შესახებ განცხადებას თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს.

სრულად...

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების კურსების დახურვის ცერემონიალი გაიმართა. სამთო მომზადების ზაფხულის შუალედური კურსი ქართველმა და უცხოელმა მონაწილეებმა გაიარეს, ტაქტიკურ-ტექნიკურ კურსს კი, აღმოსავლეთის სარდლობის I ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ქვედანაყოფის ნაკრები ოცეულის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

სრულად...

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 14 წელი გავიდა. ომის წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, რეგიონებში არსებულ სამხედრო ბაზებსა და ბრიგადებში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 30 წელი გავიდა.
ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა
საჩვენებელი სწავლება გამართეს. მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითმა ბატალიონმა მხარდამჭერ
ელემენტებთან ერთად რეიდის ოპერაცია ჩაატარა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა.

სრულად...

თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე მინი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა. ფინალურ
თამაშს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი მოადგილე გრიგოლ
გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის
ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს მე-2 ქვეითი
ბრიგადისა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები
დაუპირისპირდნენ. გამარჯვება მე-2 ქვეითი ბრიგადის გუნდმა მოიპოვა, განათლების
სარდლობის გუნდი კი, მეორე ადგილს დასჯერდა. მესამე ადგილზე გავიდა პირველი ქვეითი
ბრიგადა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის “ბრავო” ასეულმა სიტუაციური საველე სწავლება დაასრულა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2
ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონმა ორფოლოს
პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული სიტუაციური სწავლება
საბრძოლო სროლებით ჩაატარა. დასკვნით წვრთნაში ბატალიონმა
საარტილერიო ჯგუფებისა და საცეცხლე ბატარეების გადაადგილება და
მიზნებზე საარტილერიო ცეცხლით ზემოქმედება განახორციელა.

სრულად...

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, თავდაცვის
სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა
სამხედრო ბაზაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი