თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ
„კრწანისში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლების „შამქორი 2022“ გახსნის ოფიციალური
ცერემონიალი გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით აღმოსავლეთის სარდალმა,
ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიმართა, სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა
ყურადღება და მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ქვეითი ბატალიონის ასეულმა ვაზიანის მიმდებარე ტერიტორიაზე საველე სიტუაციური სწავლება (STX) ჩაატარა, რომელიც ითვალისწინებდა ბრძოლებს დასახლებულ პუნქტში და მის მიზანს ტაქტიკური უნარ-ჩვევების დახვეწა და გაუმჯობესება წარმოადგენდა.

სრულად...

თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 101-ე და 103-ე ბატალიონების რეზერვისტებმა სორტაში სამხედრო ფიცი დადეს.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების ქვედანაყოფებმა სადაზვერვო კულმინაციური სწავლება ჩაატარეს. საველე სიტუაციური შეკრება კოჯორში, ახალი ტექნოლოგიური ელემენტების გამოყენებით წარმატებით განხორციელდა. დაზვერვის ქვედანაყოფებმა პირობითი მოწინააღმდეგის დივერსიული ჯგუფები აღმოაჩინეს და დაკავების ოპერაცია შეასრულეს.

სრულად...

აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 29 წელი გავიდა. ტამიშის ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლები საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ - გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ჭიჭინაძემ გმირთა მოედანზე მდებარე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ტამიშის გმირების ხსოვნის პატივსაცემად, გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი კობა კობალაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ომის მონაწილეები.

სრულად...

განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (Refreshed SNGP) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივა წარმატებით ხორციელდება.

სრულად...

30 ივნისს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს აღნიშნავს. წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში სპორტული ღონისძიებების კვირეული ოფიციალურად დაიხურა. 

სრულად...

საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებს გაეცნენ. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სამომავლო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრებს თავდაცვის სამინისტროში მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

სრულად...

წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს.

სრულად...

დაბა წეროვანაში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებასთან ერთად, დაშავებული სამხედროების შვილებისთვის კულტურული ღონისძიება გაიმართა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი