საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანს შეხვდა, რომელიც თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ გახსნასთან დაკავშირებით იმყოფება. 

სრულად...

აღმოსავლეთი-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის იაპონია-საქართველოს, შესაბამისი შეთანხმება საქართველოსა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დავით ზალკალიანმა და ტარო კონომ გააფორმეს.

სრულად...

სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძემ, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ სეხნიაშვილმა და მერის მოადგილემ, გიორგი თანიაშვილმა პირიქითა ხევსურეთში, ციხე-სოფელ მუცოს აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერეს.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს აქვს ამბიციური გეგმა, რათა გადადგას მეტი ნაბიჯი ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მიღმა და სწორედ ამას ითვალისწინებს მთავრობის ახალი ინიციატივა „საგზაო რუკის“ სახით.

სრულად...

ავარია თბილისში - ვარკეთილში ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა.შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააფრთხილა სირიის მთავრობა და მისი რუსი და ირანელი მოკავშირეები ამბოხებულების მიერ დაკავებული იდლიბის პროვინიციაზე „უგუნური“ თავდასხმების წინააღმდეგ.

სრულად...

„საქართველო გახლავთ ძირითადი სტრატეგიული პარტნიორი, რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციას. თუმცა ჯერ კიდევ არსებობს მთელი რიგი საშუალებები და პოტენციალი, რომლის რეალიზებაც უნდა მოხდეს", განაცხადა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის დასრულებისას გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.

სრულად...

ამერიკული კინოთეატრების ეკრანებზე უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს ჩვენება რეჟისორ ჯეკ ბრაიანის სკანდალური ფილმისა - „აქტიური ღონისძიებები“, სადაც აღწერილია კრემლის რეჟიმის სავარაუდო კავშირები ამერიკის დღევანდელ პრეზიდენტთან და მის გარემოცვასთან.

სრულად...

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა., რომ თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების ხელშეკრულების რეალიზაციის მიმართულებით საქართველო ალბათ ყველაზე უფრო განვითარებული პარტნიორია, თუმცა მოდუნების საშუალება არ აქვს, არსებობს პოტენციალი, რომლის რეალიზება უნდა მოხდეს. 

სრულად...

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა. სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი განმარტავს, რომ ერთი წლის წინ სკოლის შენობაში ჩატარებული რეაბილიტაციის დროს, შეკიდული ჭერი ისე გაკეთდა, მისი გამაგრება არ მომხდარა. მისივე თქმით, უკვე მზადაა რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტი და ხარჯაღრიცხვა თუმცა, როდის დაიწყება სამუშოები უცნობია.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი