ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მთავრობის ხელმძღვანელი ანდრეი კობლიაკოვი და რამდენიმე მინისტრი შეცვალა. ქვეყნის ახალი პრემიერ მინისტრი „განვითარების ბანკის“ ყოფილი დირექტორი სერგეი რუმასი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მეთაურის ვებგვერდზეა განთავსებული.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ჯერ ჩამოყალიბებული არ არის დაუჭერს თუ არა მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია „Facebook-ის საკუთარ გვერდზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან და „ნაციონალური მოძრაიბის და სხვა პოლიტიკური პარტიების გაერთიანების, „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატთან, გრიგოლ ვაშაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
განათლების, მეცინიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მოჭიდავეების მიერ რუსეთის დროშის ფერებში გადაწყვეტილი მაისურის ჩაცმას, დაუფიქრებელ ნაბიჯად მიიჩნევს. ბატიაშვილის განცხადებით, თემა მგრძნობიარეა და მეტი სიფრთხილეა საჭირო.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მდებარე განვითარებული შუა საუკუნეების ღვინიანის ეკლესიის კომპლექსს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
მტაცებელი ცხოველის რაოდენობის რეგულირებასთან დაკავშირებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს დელეგირებული უფლებამოსილება გადაეცა.
ქართველმა კუბერმა ვაკო მარჩილაშვილმა რუბიკის კუბის წყალქვეშ აწყობაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
„ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, გაზზე ტარიფის მატება სხვა პროდუქტების ფასზეც აისახება. ნათელაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მისი სარჩელის განხილვისკენ მოუწოდა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, შაბათს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ გერმანია არის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ნდობის ფონდში და მათთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კარგი დინამიკა გვაქვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.